LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როდის დაიწყება ნახანძრალი ტერიტორიების აღდგენა?

90

ბორჯომის ხეობასა და კახეთში გაჩენილი ხანძრების ადგილზე ტყის საფარის აღდგენა 2018 წლის  გაზაფხულიდან დაიწყება.  ამის შესახებ  ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა განაცხადა. თორნიკე გვაზავას თქმით, ხანძრების შედეგად მიყენებული ზარალის დამთვლელმა კომისიამ საველე სამუშაოები უკვე დაასრულა და კომისიის რეკომენდაციაა სამუშაოები არა ამ შემოდგომას, არამედ გაზაფხულზე დაიწყოს. რაც შეეხება ხანძრების შედეგად ქვეყნისთვის მიყენებული ზარალის ოდენობას, რიცხვი ჯერ ისევ ზუსტდება.

27 ოქტომბრის მონაცემებით, ბორჯომის ხეობაში ხანძრის შედეგების სალიკვიდაციოდ სახელმწიფო ხაზინაში გახსნილ სპეციალურ ანგარიშებზე 2 174 000 ლარია ჩარიცხული. კომისიის ცნობით, ბორჯომის ხეობაში 2017 წლის 20 აგვისტოს ხანძარმა 752 ჰექტარი მოიცვა, საიდანაც 525 ძველი ნახანძრალი ტერიტორიაა.

magti 5g