ვაზიანის სამხედრო ბაზაზე 21 წლის ჯარისკაცმა ჯონი ძინძიბაძემ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
ცხედარი ამ დროისთვის ექსპერტიზაზე იმყოფება, სადაც გარდაცვლილის ოჯახის წევრებიც იმყოფებიან.
გარდაცვლილის ოჯახი გამორიცხავს, რომ ჯარისკაცს ბაზაზე რაიმე სახის პრობლემები ჰქონოდა.
საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურემ მორიგეობის დროს თავი მოიკლა: თავდაცვის სამინისტრო
"სამხედრო მოსამსახურე დაუყონებლივ გადაყვანილ იქნა საავადმყოფოში შესაბამისი სამედიცინო მომსახურების აღმოჩენის მიზნით, თუმცა სამწუხაროდ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა".
გარდაცვლილის მამა ამბობს, რომ მისთვის მომხდარის რეალური მიზეზი უცნობია, თუმცა განმარტავს, რომ თვითმკვლელობა არც სამსახურეობრივ და არც ოჯახურ პრობლემებს არ უკავშირდება.
„არავითარი ოჯახური და სამსახურის პრობლემები არ ჰქონდა. კმაყოფილი იყო სამსახურით, სავარაუდოდ შეყვარებულის გამო მოხდა. მესიჯებია მოსული, ექსპერტიზა დაადგენს. მეგობრებთან ჰქონდა ნათქვამი, რომ შეყვარებული ჰყავდა“. – უთხრა „კურიერს“ გარდაცვლილი სამხედროს მამამ.
იგივე ვერსიაზე საუბრობს ჯონი ძინძიბაძის ძმაც.
„როგორც ვიცით, ეს უბედური შემთხვევა მეგობარ გოგოსთან დაკავშირებით მოხდა, ჯარში ანერვიულების ფაქტის არანაირი შემთხვევა არ ყოფილა, პირიქით, ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა ბიჭებთანაც, სერჟანტებთანაც, ოფიცრებთანაც“. – განაცხადა გარდაცვლილი სამხედროს ძმამ.
ფაქტზე გამოძიება 115-ე მუხლით, რომელიც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.