ბერლინის საერთაშორისო აეროპორტი შენეფელდი (Schönefeld Airport) ამავე სახელწოდების ქალაქთან ახლოს მდებარეობს. ძირითადად აქ დისკაუნტერი ავიაკომპანიები იყრიან თავს. 1990 წლამდე შენეფელდს ქვეყნისთვის დიდი მნიშვნელობა ქონდა, რადგან გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის ცენტრალური ავიაკვანძი და აღმოსავლეთ ბერლინის ერთადერთი აეროპორტი იყო.
90-იან წლებში მგზავრთნაკადმა იკლო, რადგან ბევრი ავიაკომპანია უფრო თანამედროვე ტეგელის აეროპორტში გადაბარგდა. შენეფელდმა სპეციალიზაცია ჩარტერებზე მოახდინა. დღეისათვის იგი იმ ტურისტებს ეხმარება მოგზაურობაში, რომლებიც ბიუჯეტურ ავიაგადაფრენებს ანიჭებენ უპირატესობას.
2018 წლისთვის იგეგმება ახალი აეროპორტის – ბერლინი-ბრანდენბურგი – გახსნა, რომელიც ძველ აეროპორტებს შეცვლის და გერმანიის დედაქალაქში ერთადერთი იქნება. ბერლინი-ბრანდენბურგი ნაწილობრივ შენეფელდის ტერიტორიასაც დაიკავებს.
შენიშვნა: ტექსტში ლურჯი ფერით მონიშნული სიტყვები შეიცავს ფოტომასალას
შენეფელდის აეროპორტის ტერმინალები
აეროსადგურის კომპლექსი ოთხი ტერმინალისგან შედგება – А, В, С, D. ტერმინალი A და B ერთ, მთავარ შენობაშია.
ტერმინალი A. ემსახურება ავიაკომპანია Ryanair-ის უპირატეს რეისებს, ასევე სხვა ავიაკომპანიებს. სწორედ აქ ჩადის WizzAir-იც.
ტერმინალი B. ემსახურება მხოლოდ EasyJet-ის რეისებს.
ტერმინალი C. გათვალისწინებულია სპეციალური რეისების მომსახურებისთვის.
ტერმინალი D. გაიხსნა 2005 წელს სხვა ტერმინალების განტვირთვისთვის. ძირითადად იყენებენ ავიაკომპანიები Condor და Norwegian Air Shuttle.
მომსახურება
შენეფელდის აეროპორტში არის ყველა აუცილებელი რამ რეისის ლოდინისთვის. აქ იპოვით სამედიცინო პუნქტს, აფთიაქს, ბანკების განყოფილებებს, ფოსტას, ვალუტის გადაცვლის პუნქტს, დედისა და ჩვილის ოთახს. გარდა ამისა, მუშაობს ძალიან ბევრი კაფე და რესტორანი. შოპინგის მოყვარულებიც არ მოიწყენენ, უამრავი მაღაზიის გარდა არის სუვენირების დახლები და უბაჟოდ ვაჭრობის მაღაზიები.
TaxFree
ტაქს-ფრის გაფორმებისთვის საჭიროა შენაძენის ჩვენება საბაჟოზე, შემდეგ კი უნდა მიმართოთ Global Blue-ს, რომელიც ტერმინალ A-ს მეორე სართულზეა. ნაღდი ფულის დაბრუნებისას 3 ევროს მოსაკრებელს იტოვებენ.
ბერლინის ცენტრამდე მისვლას შეძლებთ
მატარებლით, ავტობუსით ან ტაქსით.
https://www.youtube.com/watch?v=xu7y0lEeByw
მატარებელი
მოსახერხებელია ჩაჯდეთ S-Bahn-ის ელექტრომატარებელზე სადგურ Flughafen Berlin Schoenefeld-ზე, რომელიც აეროპორტთან მდებარეობს (ფეხით 5 წუთის სავალზეა). მატარებლების მოძრაობის ინტერვალი 10 წუთია. მატარებლები S9 და S45 ყოველ 20 წუთში დადიან. გზას დაახლოებით 30 წუთი ჭირდება. ბილეთი 3.3 ევრო ღირს.
გარდა ამისა, ნახევარ საათში შეგიძლიათ ბერლინის ცენტრალურ რკინიგზის სადგურზე მიხვიდეთ Airport Express-ის მატარებლით.
ელექტრომატარებელი S9: Pankow, Schönhauser Allee, Ostkreuz, Schöneweide, Adlershof, Flughafen Schönefeld. დადის ყოველ 20 წუთში.
ელექტრომატარებელი S45: სადგური Südkreuz, Neukölln, Baumschulenweg, Schöneweide, Adlershof, Flughafen Schönefeld. დადის ყოველ 20 წუთში.
ელექტრომატარებლის გარდა ქალაქის ცენტრამდე, ასევე გარეუბნებამდე შეგიძლიათ რეგიონალური მატარებლებითაც მიხვიდეთ. ისინიც, ისევე როგორც ელექტრომატარებლები, 7 დღე მუშაობენ დაახლოებით 04:30-დან 23:00 საათამდე.
სად და როგორ ვიყიდოთ მატარებლის ბილეთი აეროპორტში
ბარგის მიღებისთანავე გაემართეთ ავტობუსის გაჩერებისკენ ან რკინიგზის სადგურისკენ. აქ იპოვით ბილეთების გასაყიდ ავტომატს, ოღონდ არ შეგეშალოთ: თქვენ დაგჭირდებათ ბერლინის ბილეთების გასაყიდი ავტომატი BVG. რადგან შენეფელდი ABC ზონაში მდებარეობს, ცენტრში წასასვლელად დაგჭირდებათ ერთი მიმართულების ბილეთი – 3.3 ევრო.
თუ რამდენიმე ხართ და გეგმავთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით ორ მგზავრობაზე მეტჯერ გამოყენებას, მაშინ უფრო ხელსაყრელია ჯგუფური ერთდღიანი ბილეთის ყიდვა 5 ადამიანზე – 17.4 ევრო. გაითვალისწინეთ, ბერლინში მანძილი მცირე არ არის.
ავტობუსი
თუ მატარებლით სიარული არ გხიბლავთ, შეგიძლიათ ავტობუსს
დაელოდოთ. აქ 8 მარშრუტია – № 163, 164, 171, 734, 735, 736, 741, 742.
თუ ღამით ჩაფრინდებით, შეგიძლიათ სპეციალური ღამის ავტობუსებით ისარგებლოთ – № N7 და N60.
როდის ჩადის ვიზიარი?
ქუთაისიდან მიფრინავს 06:35 საათზე და ადგილზე ჩადის 07:45 საათზე გერმანიის დროით.
ბერლინიდან მოფრინავს 08:15 საათზე, ქუთაისში 15:10 საათზე ჩამოდის.
ტრანსფერი
ყველაზე სწრაფი და კომფორტული ვარიანტი ტრანსფერია. შეგიძლიათ წინასწარ შეარჩიოთ სასურველი კლასის და ტევადობის ავტომობილი და მძღოლი აეროპორტში დაგხვდებათ დაფით, რომელზეც თქვენი სახელი ეწერება. ფასი, დაჯავშნისას მიეთითება და ფიქსირებული იქნება. მაგალითად, საცობები ფასზე გავლენას ვერ მოახდენს.
ტაქსი
კომფორტის მოყვარულებს ყოველთვის შეუძლიათ ტაქსი შეუკვეთონ. თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ბერლინის ცენტრამდე მისვლა იაფი არ იქნება, დაახლოებით 60 ევრო დაგიჯდებათ, თან გზაში იმაზე ნაკლები დრო არ დაგეხარჯებათ, ვიდრე ელექტრომატარებლით მგზავრობისას.
ტაქსის გაჩერებებს აეროპორტიდან გამოსვლისას ნახავთ.
როგორ მივიდეთ აეროპორტში ბერლინიდან
ბერლინში მოგზაურობის შემდეგ ალბათ შინ დაბრუნებაც მოგინდებათ და თავისთავად აეროპორტში მისვლა მოგიწევთ. აეროპორტამდე მისასვლელად ზემოხსენებული ინსტრუქციით ისარგებლეთ, ბუნებრივია უკუმიმართულებით. ოღონდ ყურადღებით იყავით, მეტროდან და ელექტრომატარებლიდან გამოსვლისას ყურადღება მიაქციეთ ტაბლოს, სადაც მითითებულია საიდან გადიან ავტობუსები და მატარებლები აეროპორტამდე.
რა ვნახოთ
რეიხსტაგი (მისვლისას ქანთარია გაიხსენეთ), ბრანდებურგის კარიბჭე და ბერლინის კედელი, ასევე მთელი რიგი საინტერესო მუზეუმები და ძეგლები.
ბრანდებურგში უსათუოდ უნდა ნახოთ ბრწყინვალე სამეფო სახლ-კარი, პოტსდამში კი გასართობი პარკები და ძველი რატუშა.
დრეზდენი – არქიტექტურული ძეგლების ერთობლიობა და მსოფლიოში ყველაზე ლამაზი რძის მაღაზია, ასევე შესანიშნავი ზოოპარკი.
ლეიპციგის სიამაყე – პირველი კლასის ოპერა, მშვენიერი მუზეუმები და დიდი კომპოზიტორების სახლ-მუზეუმები.