LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შსს “ქურდული სამყაროს” წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლას აგრძელებს: ვახტანგ გომელაური

69
დფჰდჰ

“შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს უკომპრომისო ბრძოლას “ქურდული სამყაროს” წინააღმდეგ.” – ამის შესახებ შსს-ს მინისტრმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა, მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა და კონკრეტული სტატისტიკური მონაცემები წარადგინა.

ვახტანგ გომელაურს საკანონმდებლო ორგანოში “მინისტრის საათის” ფარგლებში, პლენარულ სხდომაზე უსმენენ.

მისი თქმით, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ, გრძელდება აქტიური ღონისძიებების გატარება “ქურდული სამყაროს” წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით:

“აქტიური ღონისძიებები ტარდება როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, საზღვარგარეთ, უცხოელ კოლეგებთან მჭიდრო თანამშრომლობით. 2020 წელს სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულ იქნა 5 „კანონიერი ქურდი“, ასევე „ქურდულ შეკრებაში“ მონაწილეობისთვის, „ქურდული სამყაროს“ წევრობისთვის, „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერისა და „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვის ბრალდებით სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 49 პირის მიმართ.” – თქვა ვახტანგ გომელაურმა.

შემცირებულია ყაჩაღობა, გამოძალვა, ბინების გაქურდვისა და მკვლელობის მცდელობა – გომელაური სამინისტროს მიღწევებზე საუბრობს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g