LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შემცირებულია ყაჩაღობა, გამოძალვა, ბინების გაქურდვისა და მკვლელობის მცდელობა – გომელაური სამინისტროს მიღწევებზე საუბრობს

82
gomelauri

შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს პარლამენტის პარლამენტში  „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ.

„სამინისტროს თანამშრომლები კრიმინალთან ბრძოლას, ისევე, როგორც მოქალაქეთათვის აუცილებელი სერვისების მიწოდებას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ. პანდემიით გამოწვეული სირთულეების მიუხედავად, სამინისტრო აგრძელებს ეფექტიან მუშაობას საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“. – განაცხადა გომელაურმა.

როგორც გომელაურმა აღნიშნა, 2020 წელი რთული წელი იყო, ქვეყანა დღემდე ებრძვის პანდემიას და ამ პროცესში შინაგან საქმეთა სამინისტრო უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს.

საკანონმდებლო ორგანოში შინაგან საქმეთა მინისტრმა ქვეყანაში არსებულ კრიმინოგენულ მდგომარეობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამართალდამცველთა ძალისხმევის შედეგად, 2020 წელს, 2019 წელთან შედარებით, რეგისტრირებული დანაშაული 12%-ით შემცირდა.

მისივე განცხადებით, სამინისტროს მიერ კრიმინალის წინააღმდეგ გაწეული საქმიანობის შესახებ ინფორმაცია ყველასთვის ხელმისაწვდომია და კონკრეტულ ციფრები რეგისტრირებული დანაშაულის შესახებ სამინისტროს ვებგვერდზე ყოველთვიურად ქვეყნდება.

„ქვეყანაში სამართალდამცველთა ძალისხმევის შედეგად, 2020 წელს, 2019 წელთან შედარებით, რეგისტრირებული დანაშაული შემცირდა 12 პროცენტით.

შემცირდა ისეთი კატეგორიის დანაშაულები, როგორიც არის:

  • მკვლელობის მცდელობა,
  • ყაჩაღობა,
  • ძარცვა,
  • გამოძალვა,
  • ქურდობა, მათ შორის, შემცირებულია ბინების გაქურდვის ფაქტებიც.

გაიზარდა კიბერდანაშაული, რაც გლობალური გამოწვევაა და ინტერნეტ რესურსების გაზრდილი გამოყენებით არის განპირობებული. ასევე, მომატებულია ოჯახში ძალადობის ფაქტებზე პოლიციისადმი მიმართვიანობა. ასევე მომატებულია მკვლელობა ცხრა ფაქტით“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

მისივე თქმით, რჩება გამოწვევებიც, რომელთა გადასაჭრელადაც სამინისტროში მიმდინარეობს და დაგეგმილია არაერთი რეფორმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები