LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“გამოძიების არდაწყება პირდაპირ ნიშნავს მორჩილების გამოცხადებას მმართველი პარტიისადმი”- “ლელომ” პროკურატურაში განცხადება შეიტანა

178
BeFunky-collage (1)

„ტვ პირველის“ ეთერში გასული ფარული აუდიო ჩანაწერებზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით, „ლელოს“ წევრებმა გენერალურ პროკურატურაში ოფიციალური განცხადება შეიტანეს.

როგორც კახა კოჟორიძემ აღნიშნა, პროკურატურა ვალდებულია, აღნიშნული ფაქტი გამოიძიოს, რადგან მისი თქმით, გავრცელებული აუდიომასალა შეიცავს შესაძლო დანაშაულის ნიშნებს.

„დღეს ჩვენ, „ლელოს წევრები“ და იურისტები მოვედით აქ, რათა საქართველოს პროკურატურას შევახსენოთ მათი ვალდებულება. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში პირდაპირ წერია, რომ მედიის მეშვეობით ინფორმაციის გავრცელება, რომელიც შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, პირდაპირ წარმოშობს პროკურატურის ვალდებულებას, რომ დაიწყოს გამოძიება.

ჩვენ, როგორც იურისტები ვამბობთ, რომ გამოძიების არდაწყება პროკურატურის მხრიდან პირდაპირ ნიშნავს დაუმორჩილებლობის გამოცხადებას საქართველოს კანონმდებლობისადმი და მორჩილების გამოცხადებას მმართველი პარტიისადმი. პარტია არ არის უფლებამოსილი დაადგინოს დანაშაულის ფაქტები, ეს უნდა დაადგინოს პროკურატურამ“.- აღნიშნა კახა კოჟორიძემ.

ცნობისთვის, ტელეკომპანია „პირველმა” 6 მარტს გაავრცელა ჩანაწერები, სადაც, სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე ფიგურირებენ. მათი მტკიცებით, ბერა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად არასასურველი კომენტარების გამო, რამდენიმე პირის, მათ შორის ბავშვის დასჯას უკვეთავს.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g