LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეს იყო მიზანმიმართული კამპანია, ყველაფერი აწყობილი თემაა: ბერა ივანიშვილი

160
unnamed

ბერა ივანიშვილმა ტელეკომპანია “იმედის” ეთერში ფარულ აუდიო ჩანაწერებზე ისაუბრა. მისი შეფასებით ეს არის მიზანმიმართული კამპანია.

„მოდით, მაშინ ყველამ ერთად გავაანალიზოთ, ეს, ასე ვთქვათ, სცენარი, რომელსაც ოპოზიციური არხები ატრიალებენ, რომ ე.ი. ეს თუ იყო 2017 წელს გაკეთებული ჩანაწერი, ეს ნიშნავს რომ „ქართული ოცნება“ უსმენს მის პრემიერ-მინისტრს, უსმენს ანზორ ჩუბინიძეს, მისმენს მე, შემდგომ ამ ჩანაწერებს აწვდის ოპოზიციურ არხებს, ოღონდ თან თარიღი არ იცის, როდის გვისმენს. გვისმენს, მაგრამ თარიღი არ იცის და ესენი რასაც ამბობენ, მთავრობა არ იყო და ანონიმური, უცხო ვიღაც აგენტი იქსი არის, ე.ი. ამ კაცმა შეძლო, რომ ჩვენს ამ ყველა ჩანაწერს თავი მოუყარა და თარიღი არ იცის. ეს ერთი დეტალი და მეორე მხარეს მთელმა საქართველომ იცის, როდესაც ის კონკრეტული პოლიტიკური პარტია იყო ქვეყნის მმართველობაში, ხდებოდა ტოტალური მოსმენა, არა მარტო არასრულწლოვანი ბერასი, არამედ ვისიც უნდოდათ, ვინც მათ აინტერესებდათ, მთელი საქართველოს უკანონო მოსმენა ხდებოდა და ეს ყველას კარგად მოგეხსენებათ“, – განაცხადა ბერა ივანიშვილმა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g