კონცერნმა Hyundai Motor მილიარდი დოლარი დაკარგა, მიზეზი არის უკან გამოწვევის კამპანია რომელმაც თითქმის მთელი მსოფლიო მოიცვა. ავტომწარმოებელმა გადაწყვიტა, რომ 2020 წელს გამოშვებულ 82 ათას ელექტროქარს აკუმულატორები გამოუცვალოს. მიზეზი აალების საშიშროებაა.
Hyundai–მ პრობლემის შესახებ ჯერ კიდევ გასულ გაზაფხულს იცოდა, თუმცა მაშინ მთელი სერიის განახლება არ ისურვა და მხოლოდ დეფექტიანი 77 ათასი მანქანა შეაკეთა. ამ მიდგომამ არ გაამართლა და 2021 წლის დასაწყისში სამხრეთ კორეაში Hyundai–ს კროსოვერი აფეთქდა.
ნახევარი წლის განმავლობაში მთელი მსოფლიოს მასშტაბით უკვე 15 ელექტრომობილი დაიწვა. მართალია, თითოეული შემთხვევის ზუსტი მიზეზი ჯერ არ დადგენილა, თუმცა ავტომწარმოებელმა ელემენტის გამოცვლის გადაწყვეტილება მიიღო. თავის დასაზღვევად ახალ ელემენტს დაუყენებენ ყველა მოდელს და გამოწვევა კროსოვერი Kona Electric–ის გარდა ასევე ჰეტჩბეკ Electric-ისა და ავტობუს Elec City–ისაც შეეხება.
ავტომწარმოებელმა ზარალი მილიარდ დოლარად შეაფასა. თუმცა, გარდა ტექნიკური ხარჯისა, იმიჯის გაფუჭებაც უნდა გავითვალისწინოთ. პრობლემის შესახებ ინფორმაციის გავრცელებიდან რამდენიმე საათში კომპანიის აქციების ფასი 3,9%–ით დაეცა, თანაც ეს მხოლოდ დასაწყისია.

