53 წლის ჯანლუკა ვაკი ქალბატონების გულთა მპყრობელია. მან ზუსტად იცის, როგორ ასიამოვნოს სუსტი სქესის წარმომადგენლებს და რა გასაკვირია, რომ საზოგადოება სულმოუთქმელად ელოდა „მოცეკვავე მილიონერის“ სარვამარტო მილოცვას.
ტრადიცია არ დაარღვია და ის თქვა, რისი მოსმენაც გვსურდა, მონოლოგი კი ორ ენაზე, ესპანურსა და ინგლისურზე შემოგვთავაზა:
„365 დღე ისედაც თქვენია, უბრალოდ დღევანდელ დღეს ჩვენ ამას ხმამაღლა აღვნიშნავთ. გისურვებთ, რომ თითოეული დღე დაუვიწყარი იყოს, მამაკაცები კი თქვენ დედოფლებივით უნდა გექცეოდნენ. მე ყველა ქალი მიყვარს, მიყვარს ჩემი შეუდარებელი მეუღლე შერონი და ჩემი სულის ნაწილი, პატარა ქალიშვილი“, – წერს ვაკი.
შეგახსენებთ, იტალიელი ბიზნესმენი, ჯანლუკა ვაკი ინტერნეტვარსკვლავი რამდენიმე წლის წინ გახდა, როდესაც ცეცხლოვანი ცეკვებით გაითქვა სახელი და „მოცეკვავე მილიონერის“ მეტსახელიც დაიმსახურა. ის მსოფლიოში დიდი პოპულარობით სარგებლობს, მის ვიდეოებს სულმოუთქმელად ელიან და მის პირად ცხოვრებას დიდი ინტერესით ადევნებენ თვალს.
ფოტო/ვიდეო: ჯანლუკა ვაკი და მისი გოგონები – ყველაფერი „მოცეკვავე მილიონერის“ შესახებ