LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2018-2020 წლებისთვის ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი 3 პროცენტი იქნება

128

2018-2020 წლებისთვის ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი 3 პროცენტს შეადგენს, – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ წარმოდგენილ 2018-2020 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებში, რომელიც პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ წარუდგინა.

ამასთან, როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, საშუალოვადიან პერიოდში ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლის შენარჩუნების მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 2018-2020 წლების განმავლობაში ძირითადად გამოყენებული იქნება პოლიტიკის განაკვეთი, რომლის ცვლილება ეკონომიკას გადაეცემა მონეტარული პოლიტიკის შემდეგი ინსტრუმენტებით – რეფინანსირების სესხები, ღია ბაზრის ერთთვიანი ინსტრუმენტი, მუდმივმოქმედი ინსტრუმენტები, სადეპოზიტო სერთიფიკატები, ოპერაციები მთავრობის ფასიანი ქაღალდებით, სავალუტო ინტერვენციები, მინიმალური სარეზერვო მოთხოვნები და სხვა ინსტრუმენტები.

როგორც დოკუმენტშია ნათქვამი, 2018-2020 წლების განმავლობაში სამომხმარებლო ფასების მოსალოდნელ დინამიკაზე გარეგანი ფაქტორებიდან მოქმედი შესაძლო რისკებია ნავთობსა და საკვებზე მსოფლიო ფასების ცვლილება, გეოპოლიტიკური რისკების ცვლილება, რეგულირებადი ფასების ცვლილება, ინფლაციის იმპორტი ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნებიდან და სხვა.

“ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკა არ მოახდენს რეაგირებას გარეგანი ფაქტორების შედეგად ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლიდან დროებითი გადახრისას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გადახრა იმდენად ძლიერია, რომ გავლენას ახდენს ინფლაციაზე, მოქმედ ფუნდამენტურ ფაქტორებზე”, – ნათქვამია დოკუმენტში.

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ წარმოდგენილი 2018-2020 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g