LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი გახარიას გადადგომა გუნდისთვის სრულიად გაუგებარი იყო: ირაკლი კობახიძე

122
-კობახიძე-max-700

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მმართველის გუნდისთვის გიორგი გახარიას გადადგომა, სრულიად გაუგებარი იყო. როგორც კობახიძემ “რუსთავი2”-ის ეთერში აუბრისას განაცხადა, “17 თებერვლის 17 საათამდე გახარიას პოზიციები გუნდის იდენტური იყო, თუმცა ის უცბად შეიცვალა”.

მისივე თქმით, “გიორგი გახარია ამბობდა, რომ ნიკა მელიას დაკავების 2 დღით გადადება ნაკლები ადამიანის კონცენტრაციას გამოიწვევდა”.

„17 თებერვლის 17:00 საათამდე მისი პოზიცია იყო ზუსტად იდენტური იმისა, რაც ჰქონდათ გუნდის სხვა წევრებს, თუმცა, სამწუხაროდ, რატომღაც 17:00 საათზე ეს პოზიცია შეიცვალა. ჩვენ გვქონდა დისკუსია ამასთან დაკავშირებით და საზოგადოებას მივაწოდეთ გარკვეული ინფორმაცია. 17:00 საათი ზუსტად იმიტომ მახსოვს, რომ იყო გარკვეული კომუნიკაცია ტექნიკური საშუალებებით და დაახლოებით ეს დრო იყო, როდესაც ეს კომუნიკაცია შედგა. თავდაპირველად ითქვა, რომ ოპერაცია უნდა გადადებულიყო, საუბარი იყო 2 დღით გადადებაზე. მიზეზი და არგუმენტი ჩვენთვის არ იყო მყარი. არგუმენტი იყო ის, თითქოს ნაკლები იქნებოდა ადამიანების კონცენტრაცია 2 დღის შემდეგ მაშინ, როდესაც ჩვენ ლოგიკურად ვმსჯელობდით იმაზე, რომ პირიქით, კონცენტრაცია გაიზრდებოდა და ასეც მოხდა. თქვენ თუ გახსოვთ, 2 დღეში კონცენტრაცია ადამიანების ოფისში გაიზარდა, რამაც შედარებით გაართულა ბუნებრივი ოპერაციის ჩატარება. ჩვენი საუბარი დასრულდა ალბათ 10 წუთით ადრე, ვიდრე გიორგი გახარია გააკეთებდა განცხადებას გადადგომასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ 18 თებერვალს განაცხადა. როგორც გახარიამ განმარტა, მას გაუმართლებლად მიაჩნია ნიკა მელიას დაპატიმრება იმ პირობებში, როდესაც არსებობს პოლიტიკური ესკალაციის საფრთხე.

გახარიას თქმით, გადადგომის მიზეზია ის, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით გუნდთან შეთანხმებას ვერ მიაღწია.

 

magti 5g