LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საყვარელო ბებია დაიანა, გვენატრები“ – შვილიშვილების ემოციური ბარათი პრინცესა დაიანას

319
prncsdian20

დიდ ბრიტანეთში დედის დღე გუშინ აღინიშნა. ამ დღესთან დაკავშირებით პრინცმა უილიამმა და ქეით მიდლტონმა სოციალურ ქსელში ემოციური ბარათი გამოაქვეყნეს, სადაც პრინცი ჯორჯი, შარლოტა და ლუი ლეიდი დაიანას ამ დღეს ულოცავენ. ბარათს ახლავს ჯორჯის, შარლოტასა და ლუის ნახატები და წარწერები: „საყვარელო ბებია დაიანა, გვენატრები  და გვახსოვხარ“, – წერია ბარათზე.

უილიამი და მიდლტონი ამბობენ, რომ ამ დღეს ისინი ყოველთვის გაიხსენებენ პრინცესა დაიანას, რადგან მას განსაკუთრებული ადგილი უკავია მათ ოჯახში. შეგახსენებთ, რომ პრინცესა დაიანას საპატივცემულოდ პატარა შარლოტას შარლოტ ელიზაბეტ დაიანა დაარქვეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g