LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთხოვდნენ, მეღიარებინა პატრიარქის მოწამვლის მცდელობა – დეკანოზი მამალაძე

76

ე.წ. ციანიდის საქმის პროცესი ბრალდებული დეკანოზის ხმაურიანი განცხადებებით გაიხსნა, რის შემდეგაც გიორგი მამალაძემ სასამართლო დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა.

დეკანოზმა აღნიშნა, რომ დაკავების წუთიდან ის იმყოფება ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ და მას სთხოვდნენ, ეღიარებინა პატრიარქის მოწამვლის მცდელობა.

„აეროპორტიდან გატაცებიდან დღემდე ვიმყოფები სისტემატიური ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ. გატაცების მომენტიდან, მთელი საგამოძიებო პროცესის დროს, მიუხედავად წარდგენილი ბრალისა, ჩემი ადვოკატების თანდასწრებით მთხოვდნენ მეღიარებინა პატრიარქის მკვლელობის მომზადება და მასში მიტროპოლიტ დიმიტრისა და იოსებ ოხანაშვილის მონაწილეობა. სანაცვლოდ, ფსევდო თანამშრომლობისათვის, თავისუფლებას მპირდებოდნენ. აღნიშნულის გამო პროკურატურის თანამშრომლებსა და ადვოკატებს შორის სიტუაცია არა ერთხელ დაიძაბა. სისტემატიური ზეწოლისა და დაშინების მცდელობა ჩემს ოჯახზე, მოწმეებზე და ადვოკატებზე,“ – განაცხადა დეკანოზმა სასამართლო პროცესზე.

მამა გიორგი აცხადებს, რომ პენიტენციური დაწესებულება ახდენს მის რელიგიურ დისკრიმინაციას და დღემდე არ აქვს საშუალება, შეიმოსოს მისი რელიგიური სამოსით, სამღვდელო კაბით. ამასთან, მისივე თქმით, მას უფლებას არ აძლევენ პენიტენციურ დაწესებულებაში არსებულ ტაძარში მღვდელმსახურება შეასრულოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g