LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ შეხვდა ღარიბაშვილი შარლ მიშელს ორჯერ? – პრემიერის განმარტება

127
16145-1614593951 (1)

შარლ მიშელის პოზიცია არის ის, რომ რაც შეიძლება მოკლე დროში შევძლოთ საერთო ენის გამონახვა და კომპრომისი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიუსელში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ამასთან, პრემიერმა ჟურნალისტებთან განმარტა, თუ რატომ შეხვდა შარლ მიშელს ორჯერ.

„ამაზე არ შეიძლება სერიოზული კომენტარი გავაკეთო, მაგრამ ვინაიდან, საზოგადოებას კითხვა გაუჩნდა, განმარტებას გავაკეთებ. პირველი შეხვედრა ჩვენ გვქონდა სამუშაო ფორმატში, ერთი ერთზე. ეს შეხვედრა გაიწელა და დიდხანს გაგრძელდა, ვიდრე პროტოკოლით იყო განსაზღვრული. ამის შემდეგ, შუალედში მქონდა ბელგიის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა. ამიტომ, მობოდიშებით შევწყვიტეთ ჩვენ ეს შეხვედრა, წავედი ბელგიის პრემიერთან მქონდა შეხვედრა და შემდეგ გავაგრძელეთ დაახლოებით საათი და საათნახევარი გვქონდა, როგორც გაფართოებულ, ისე ერთი-ერთზე ფორმატში“. – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ამავე თემაზე:

მოწოდებული ვართ ვიპოვოთ გამოსავალი, მაგრამ ეს არცერთ შემთხვევაში არ მოხდება სახელმწიფოს ინტერესების ხარჯზე – ღარიბაშვილი

ვფიქრობ, შეთანხმებას შევძლებთ – თალაკვაძე დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ

საქართველოში არ არიან პოლიტპატიმრები, მხოლოდ არიან კრიმინალები პოლიტიკაში – კობახიძე

“ურთიერთკომპრომისი გარდაუვალია, ეს არ ნიშნავს, სამი დაგითმე და მოდი ორზე უარი თქვი” – სერგო ჩიხლაძის პროგნოზით, შეთანხმების კონტურები მალე გამოიკვეთება

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g