LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვფიქრობ, შეთანხმებას შევძლებთ – თალაკვაძე დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ

121
BeFunky-collage (7)

პუნქტებში, რომელზეც განხილვა მიმდინარეობს, არის მნიშვნელოვანი წინსვლა, გარკვეული სამუშაო რჩება. თუ ოპოზიციის მხრიდან იქნება გადადგმული პრაგმატული ნაბიჯები, ჩვენი მხრიდან სამართლიანი და პრაგმატული ნაბიჯები იყო გადადგმული ამ დღეებში, ვფიქრობ, რომ ჩვენ შეთანხმებას შევძლებთ, – ამის შესახებ  პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარე შარლ მიშელის სპეციალურ წარმომადგენელთან, კრისტიან დანიელსონთან გამართულ შეხვედრას დადებითად აფასებს და აცხადებს, რომ პროცესი შეთანხმებისკენ მიდის.

“ვფიქრობ, უკვე შეთანხმების პუნქტები ყალიბდება იმ ფორმით, რომ პოზიციების დაახლოება შესაძლებელია და იმედს ვიტოვებ, რომ ორივე მხრიდან კონსტრუქციული მიდგომებით ჩვენ შევძლებთ ამოვწუროთ ეს უთანხმოება და შევძლოთ ნორმალურ პოლიტიკურ პროცესს დავუბრუნდეს ყველა პოლიტიკური პარტია და პარლამენტი”, – განაცხადა თალაკავძემ.

თალაკვაძე აცხადებს, რომ იმედოვნებს, მხარეები კონსენსუსს მიაღწევენ.

„გვქონდა კიდევ ერთი საქმიანი, კარგი შეხვედრა. პროცესი წინ მიდის, მოლაპარაკებები გრძელდება. მინდა, მადლობა ვუთხრა ჩვენს ევროპელ კოლეგებს. ვფიქრობ, უკვე შეთანხმების პუნქტები ყალიბდება იმ ფორმით, რომ პოზიციების დაახლოება შესაძლებელია და იმედს ვიტოვებ, ორივე მხრიდან კონსტრუქციული მიდგომებით შევძლებთ, ამოვწუროთ ეს უთანხოება და შევძლოთ, რომ ნორმალურ პროცესს დაუბრუნდეს ყველა პოლიტიკური პარტია და პარლამენტი“. – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

“ურთიერთკომპრომისი გარდაუვალია, ეს არ ნიშნავს, სამი დაგითმე და მოდი ორზე უარი თქვი” – სერგო ჩიხლაძის პროგნოზით, შეთანხმების კონტურები მალე გამოიკვეთება

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g