LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსთავის #18-ე საჯარო სკოლაში მოსწავლეს აკრძალული ნივთი ადრეც აღმოუჩინეს

238

რუსთავის #18-ე საჯარო სკოლის დირექტორის, ნატალია ჯავახიშვილის განცხადებით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მის სკოლაში მოსწავლეს აკრძალული ნივთი აღმოუჩნეს. მისივე განცხადებით, მანდატურმა სხვა დროს მოსწავლეს ქამარზე „კასტეტი“ აღმოუჩინა.

„ბავშვს ჰქონდა ქამარი, რომელზეც „კასტეტი“ იყო ემბლემასავით გამოსახული. მაშინ გამოვიყენეთ ელექტროდეტექტორი. ეს იყო ერთი შემთხვევა, მსგავსი შემთხვევა სხვა დროს ჩემს სკოლაში არ ყოფილა. ბავშვი საპატრულო პოლიციამ გადაიყვანა და ახსნა-განმარტების ბარათი დააწერინა, ნივთი კი მშობელს დაუბრუნდა. სკოლა ამ შემთხვევაში ვალდებულია, რომ საკითხი დისციპლინურ კომიტეტს გადასცეს და დისციპლინურმა კომიტეტმა იმსჯელოს და გამოიყენოს სახდელი“, – აცხადებს ჯავახიშვილი.

რაც შეეხება რუსთავის #18-ე საჯარო სკოლაში დღეს მომხდარ შემთხვევას, როდესაც მანდატურმა მე-10 კლასის მოსწავლეს ელექტროშოკის აპარატი აღმოუჩინა, ჯავახიშვილი აცხადებს, რომ მანდატურმა აკრძალული ნივთი სკოლის გარეთ, ეზოში შენიშნა. მისივე განცხადებით, ფაქტის შესახებ ეცნობა საპატრულო პოლიციას. მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ მოსწავლემ აკრძალული ნივთი 80 ლარად ლილოს ბაზრობაზე შეიძინა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g