LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯანდაცვის სამინისტრო კარანტინში მყოფი ქალის გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება

84
Untitled design (2)

“ჩატარებული სამედიცინო ღონისძიების შედეგად, პაციენტის მდგომარეობა შეფასდა დამაკმაყოფილებლად. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მიერ არ ჩაითვალა საჭიროდ ჰოსპიტალიზაცია, ვინაიდან არ იკვეთებოდა რაიმე სახის ჩივილი”, – ამის შესახებ წერია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომლითაც უწყება საკარანტინე სივრცეში ადამიანის გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება.

უწყების ინფორმაციით, ქალი, რომელიც ანაკლიაში მდებარე საკარანტინე სივრცეში გარდაიცვალა, ოკუპირებული აფხაზეთიდან 16 მარტს გადმოიყვანეს. როგორც სამინისტროში აცხადებენ, მას არ ჰქონდა რაიმე სახის ჩივილი. პაციენტის საკარანტინო სივრცეში მოთავსებიდან რამდენიმე საათში კი ექიმმა სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახა:

“პაციენტის მდგომარეობა შეფასდა დამაკმაყოფილებლად. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მიერ არ ჩაითვალა საჭიროდ ჰოსპიტალიზაცია, ვინაიდან არ იკვეთებოდა რაიმე სახის ჩივილი. ქალბატონი, დადგენილი წესით, საკარანტინო სივრცეში სასტუმრო “ანაკლიაში” მოთავსდა. აღსანიშნავია, რომ საკარანტინე სივრცე სამედიცინო პერსონალის ზედამხედველობას ითვალისწინებს. პაციენტის საკარანტინო სივრცეში მოთავსებიდან რამდენიმე საათში ექიმის მიერ სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება მოხდა. ადგილზე მისულ ბრიგადას ქალბატონი გარდაცვლილი დახვდა.” – წერია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორც ჯანდაცვის სამინიტროში ამბობენ, 16 მარტს, აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან სამედიცინო ტრანსპორტის მიერ გადმოყვანილ შუახნის ქალს ჩაუტარდა ელ. კარდიოგრაფია და მოხდა მისი სასიცოცხლო პარამეტრების განსაზღვრა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g