ექთანს, რომელიც ახალციხიდან გადმოჰყავს კატასტროფის მედიცინის ჯგუფს, თბილისში მიიღებს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა. როგორც “ფორტუნას” კლინიკურმა დირექტორმა ლალი ტურძელაძემ განუცხადა, საავადმყოფოში არ იყო თავისუფალი ადგილები, თუმცა მალვე გახდა ცნობილი, რომ შეძლეს ადგილის გამოთავისუფლება.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ დღეს პრესკონფერენციაზე თქვა, რომ ექთნის მდგომარეობა ძალიან საყურადღებოა.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ახალციხეში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ, სავარაუდოდ, საქმე ეხება ვაქცინაციის შემდეგ უიშვიათეს გართულებას.
“ხმა მიწყდებოდა, მე დღეს ამ საკითხზე ყველაზე მეტად ვნერვიულობ და განვიცდი” – ამირან გამყრელიძე