LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ხმა მიწყდებოდა, მე დღეს ამ საკითხზე ყველაზე მეტად ვნერვიულობ და განვიცდი” – ამირან გამყრელიძე

906
a1603102747

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ დღეს გამართულ ბრიფინგზე ნერვიულობის გამო ხმა უწყდებოდა.

როგორც ის აღნიშნავს, ახალციხეში მომხდარი ფაქტის გამო, რა დროსაც ექთანს აცრის შემდეგ მძიმე გვერდითი რეაქცია განუვითარდა ძალიან ნერვიულობს.

“ალბათ შეამჩნევდით, ბრიფინგის დასაწყისში ხმა მიწყდებოდა, მე დღეს ამ საკითხზე ყველაზე მეტად ვნერვიულობ და განვიცდი, მაგრამ მეორე მხრივ, როცა ცივი გონებით სარგებელსა და ზიანს ვწონით, მე ვალდებული ვარ, საზოგადოებას სიმართლე ვუთხრა. არაფერი დამალული არ იქნება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ექთანი თბილისში გადმოჰყავთ, მდგომარეობა სწრაფად დამძიმდა, ხელოვნურ სუნთქვაზეა – გამყრელიძე

შეგახსენებთ, დღეს, 18 მარტს ახალციხეში, კლინიკა „იმედში“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების შემდეგ ექთანი ცუდად გახდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

როგორც ექიმები საუბრობენ, 30 წლამდე ქალის მდგომარება რთულია. ადგილზე მოხდა დაპირისპირებაც. ქალის ახლობლებმა კლინიკის მინები ჩაამტვრიეს.

ვიდეო: ახალციხეში ვაქცინის გაკეთების შემდეგ ექთანი კომაში ჩავარდა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g