LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ახალციხეში ვაქცინის გაკეთების შემდეგ ექთანი კომაში ჩავარდა

2009
koma

დღეს, 18 მარტს ახალციხეში, კლინიკა „იმედში“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების შემდეგ ექთანი ცუდად გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. 

როგორც ექიმები საუბრობენ, 30 წლამდე ქალის მდგომარება რთულია. ადგილზე მოხდა დაპირისპირებაც. ქალის ახლობლებმა კლინიკის მინები ჩაამტვრიეს.

ქალი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. როგორც ადგილზე “სამხრეთის კარიბჭეს” განუცხადეს, ქალი ცუდად ვაქცინის გაკეთებიდან 15 წუთში გახდა.

ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცავები.

ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ფაქტის მოკვლევა მიდის და კომენტარს მოგვიანებით გააკეთებენ.

შეგახსენებთ, ვაქცინაციის პროცესი საქართველოში 15 მარტიდან დაიწყო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები