ექთანი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა აცრის შემდეგ გართულდა, ახალციხიდან თბილისში გადმოჰყავთ, ავადმყოფის მდგომარეობა სწრაფად დამძიმდა, ის ხელოვნურ სუნთქვაზეა, – ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ ახალციხეში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, რომ შემთხვევის მოკვლევა დაწყებულია და ამ ეტაპზე მიზეზ-შედეგობრივ კავშირებზე ჯერ-ჯერობით, ვერ ისაუბრებს.
აქვე გამყრელიძე განამრტავს, რომ ექთანი სისტემატურად იტარებდა გრიპის საწინააღმდეგო აცრას და ასევე არ აღნიშნავდა ანამნეზში ალერგიულ რეაქციებს.
პირველი სერიოზული გვერდითი რეაქცია დაფიქსირდა - გამყრელიძე ახალციხეში მომხდარ ფაქტზე
ანაფილაქციური რეაქცია მილიონზე ერთია - გამყრელიძის განმარტება ახალციხეში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით.
მისივე თქმით, სადაც აცრა მიმდინარეობდა, ყველა ექიმმა გაიარა გადამზადება.
“ახალციხეში, იმედის კლინიკაში, რომელიც აწარმოებს აცრებს და აცრილი ჰყავს დაახლოებით 16 ადამიანი, 12:15 წუთზე აიცრა ჩვენი კოლეგა, სამედიცინო პერსონალი, 27 წლის ქალბატონი. რომელიც როგორც ვიცი ანამნეზით, სისტემატურად იტარებდა გრიპის საწინააღმდეგო აცრას და ასევე არ აღნიშნავდა ანამნეზში ალერგიულ რეაქციებს. ამ აცრის შემდეგ ამ ქალბატონმა მისცა ერთ-ერთ არხს ინტერვიუ და მოუწოდა სამედიცინო პერსონალს აცრების გააქტიურებისკენ. სამწუხაროდ, 30 წუთში განვითარდა დაუყოვნებელი რეაქცია. ჩვენ ჯერ არ ვიცით ეს იყო ალერგიული თუ სხვა ტიპის რეაქცია, თუმცა ექიმებთან წინასწარი საუბრით, ეს უფრო ჰგავდა ანაპილაციურ რეაქციას”. — განაცხადა გამყრელიძემ.
შეგახსენებთ, დღეს, 18 მარტს ახალციხეში, კლინიკა „იმედში“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების შემდეგ ექთანი ცუდად გახდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
როგორც ექიმები საუბრობენ, 30 წლამდე ქალის მდგომარება რთულია. ადგილზე მოხდა დაპირისპირებაც. ქალის ახლობლებმა კლინიკის მინები ჩაამტვრიეს.
ვიდეო: ახალციხეში ვაქცინის გაკეთების შემდეგ ექთანი კომაში ჩავარდა