LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის საცობებისგან განტვირთვის გეგმა შემუშავდება

110

თბილისის საცობებისგან განტვირთვის მიზნით, მომავალ წელს თბილისის სატრანსპორტო სისტემის განვითარების გეგმა შემუშავდება, – ამის შესახებ დღეს საკრებულოში გამართულ ბრიფინგზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბექა დავითულიანმა განაცხადა.

„2018 წელს თბილისის სატრანსპორტო სისტემის განვითარების გეგმაზე მუშაობა დაიწყება, რომელზე დაყრდნობითაც თავიდან უნდა ავიცილოთ სატრანსპორტო კოლაფსი და შევძლოთ, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება, ქალაქის საცობებისგან განტვირთვა. საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარების ნაწილში, დაგეგმილია მეტროსადგურების რეაბილიტაცია და ავტობუსების სამარშრუტო ქსელის დახვეწა-გაფართოებაც. რაც შეეხება კონკრეტულად ავტობუსების პარკის განახლებას, მერია აქტიურად მუშაობს ამ საკითხზე და კონკრეტული შედეგების შესახებ საზოგადოებას ეცნობება“, – განაცხადა დავითულიანმა.

თბილისის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტით გათვალისწინებული პროგრამების წადგენისას დავითულიანმა ასევე განაცხადა, რომ 2018 წლის ბიუჯეტის პროექტში 88 მლნ ლარამდეა გაზრდილი თანხები ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის. ამ სახსრებით იგეგმება საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადამუშავების სრულყოფა და მასშტაბური გამწვანებითი სამუშაოები.
დავითულიანის თქმით, თბილისის ყველა რაიონში მულტიფუნქციური, ახალგაზრდული ცენტრების შექმნა იგეგმება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები