LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახა კალაძე განმარტავს, რატომ იყო გუშინ, 13 დეკემბერს საცობი თბილისში

323
BeFunky-collage (1)

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ დედაქალაქში არსებულ პრობლემას, საცობებს, გუშინ, 13 დეკემბერს დაემატა ვაკე-საბურთალოს მიდამოებში მომხდარი 54 ავტოსაგზაო შემთხვევა.

კალაძის განმარტებით, საცობები დედაქალაქის ერთ-ერთი გამოწვევაა, რომლის მიზეზიც “ავტომობილების გადაჭარბებული რაოდენობაა”. მისი ინფორმაციით, პიკის საათში ქალაქის ქუჩებში 650 ათასი ავტომობილი მოძრაობს.

“ერთადერთი გზა, რაც ჩვენ შესაძლებლობას მოგვცემს, რომ ამ მიმართულებით რაღაცები გამოვასწოროთ, ეს არის ის პოლიტიკა, რასაც დედაქალაქის მერია ატარებს – საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება, ახალი საავტობუსო ზოლები, ავტობუსები”, – ამბობს კალაძე.

გუშინ, 13 დეკემბერს დედაქალაქის ბევრ ქუჩაზე ჩვეულებრივზე გაცილებით დიდი საცობი იყო.

„უკვე ქალაქსაც დაეტყო, გვახსოვს, დილით როგორი საცობები იყო აღნიშნული ქუჩის ჩაკეტვის გამო“ – უნივერსიტეტის ქუჩაზე მოძრაობა ორმხრივად აღდგა

ვაშაძე: „თბილისი საცობების ქალაქია, საქართველო საცობების ქვეყნად აქციეთ, ეს არის შუა დერეფნის განვითარება?!“

„საცობის პრობლემის მოგვარებას სჭირდება დეცენტრალიზაცია, რაც ამათთვის ძალაუფლების დაკარგვის ტოლფასია – სანამ თბილისის მიღმა არ გაჩნდება ბევრი მესაკუთრე, იქამდე საცობებს არაფერი ეშველება“ – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები