LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„უკვე ქალაქსაც დაეტყო, გვახსოვს, დილით როგორი საცობები იყო აღნიშნული ქუჩის ჩაკეტვის გამო“ – უნივერსიტეტის ქუჩაზე მოძრაობა ორმხრივად აღდგა

340
Untitled design

თბილისში, უნივერსიტეტის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად აღდგა – ამის შესახებ თბილისის მერმა დღეს, ფეისბუკის პირდაპირ ეთერში ჩართვის დროს განაცხადა და აღნიშნა, რომ მოძრაობის აღდგენა, განტვირთვის მხრივ, ქალაქს უკვე დაეტყო.

„როგორც დაგპირდით, დღეს ორმხრივად გაიხსნა მოძრაობა უნივერსიტეტის ქუჩაზე, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოები რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. პირველი, რაც გავაკეთეთ, ეს იყო მიწისქვეშა კომუნიკაციების სრული გამოცვლა, იმიტომ, რომ იყო უმძიმესი მდგომარეობა: ჩავარდნილი გზები, ხშირი დაზიანება, რაც ძალიან დიდ პრობლემას იწვევდა როგორც გადაადგილების თვალსაზრისით, ასევე ირგვლივ მცხოვრები ადამიანებისთვის.

საგზაო ინფრასტრუქტურა დამთავრებულია, მოძრაობა უკვე ორმხრივად არის შესაძლებელი, თავისუფლად გადაადგილდება ავტომობილები. უკვე ქალაქსაც დაეტყო, სხვათა შორის. გვახსოვს, დილით როგორი საცობები იყო აღნიშნული ქუჩის ჩაკეტვის გამო და გადაადგილების თვალსაზრისით პრობლემა იყო.

კონკრეტულ ადგილებში დარჩენილია ტროტუარების მოწესრიგება, პარალელურად მიმდინარეობს გამწვანების სამუშაოები და ერთ კვირაში ეს სამუშაოები დასრულდება..

ის უდიდესი დისკომფორტი, რაც ამ შეზღუდვის გამო გადაადგილების თვალსაზრისით იქმნებოდა, დღეიდან უკვე მოხსნილი იქნება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g