LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იმ მომენტში ნამდვილად არ ვიყავი ადგილზე, გასული ვიყავი კლინიკიდან – ახალციხის კლინიკა “იმედის” რეანიმატოლოგი

428
ff

რამ გამოიწვია ანაფილაქსიური შოკი და რატომ ვერ შეძლეს ახალციხეში 27 წლის მეგი ბაქრაძის დახმარება ექიმებმა. – ეს კითხვა დღეს ბევრს აქვს.

ახალციხის კლინიკა „იმედის“ რეანიმატოლოგი გიორგი აფციაური არ უარყოფს, რომ როდესაც შემთვევა მოხდა კლინიკაში არ იმყოფებოდა, თუმცა იქვე დასძენს, რომ პროტოკოლით გათვალისწინებული ყველა პროცედურა შესრულდა.

ტრაგედიის გამომწვევ ზუსტ მიზეზებს კი ექსპერტიზა დაადგენს.

„იმ მომენტში ნამდვილად არ ვიყავი ადგილზე. გასული ვიყავი კლინიკიდან. პროტოკოლი არც ითვალისწინებს, რომ რეანიმატოლოგი ესწრებოდეს აცრებს. ვაპირებდი შეხვედრაზე მისვლას გუბერნიაში, თუმცა არის ისეთი ინფორმაცია გავრცელებული, რომ თითქოს უკვე შესული ვიყავი, ვესწრებოდი შეხვედრას. მე მანქანა არც გამიჩერებია, მისულიც არ ვიყავი, ისე მოვატრიალე მანქანა, როგორც კი ზარი შემოვიდა, წამოვედი ეგრევე. ჩემს აქ მოსვლას დაახლოებით დასჭირდა 2 წუთი. მოსვლის შემდეგ იყო კრიტიკული მდგომარეობა,” – განაცხადა ახალციხის კლინიკა “იმედის” რეანიმატოლოგმა გიორგი აფციაურმა.

შეგახსენებთ, რომ მეგი ბაქრაძემ “ასტრაზენეკას” ვაქცინა ახალციხეში, კლინიკა “იმედში” გაიკეთა, რის შემდეგაც ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა. მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g