LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო მსოფლიოს ყველაზე ბედნიერი ქვეყნების რეიტინგში 73-ე ადგილზეა

135
tbilisi-georgia-october-people-walking-rustaveli-avenue-street-travel-199608793

მსოფლიოს ყველაზე ბედნიერი ქვეყნები დასახელდა. ბედნიერების ინდექსის მიხედვით, საქართველო 149 ქვეყანას შორის 73-ე ადგილს იკავებს. ამ დრომდე საქართველო რეიტინგში 81-ე ადგილზე იყო.

მსოფლიოში ყველაზე ბედნიერ ქვეყნად კვლავ ფინეთი აღიარეს. ეს ქვეყანა ზედიზედ უკვე მეოთხე წელია, გაეროს მსოფლიო ბედნიერების ანგარიშის მიხედვით, ყველაზე ბედნიერი ქვეყანაა. რეიტინგში წელს, მეორე ადგილზე ისლანდიაა, მას მოჰყვება დანია, შვეიცარია და ნიდერლანდები. ყველაზე ნაკლებად ბედნიერ ქვეყნებს შორის წელს მოხვდა ავღანეთი, ლესოტო, ბოტსვანა, რუანდა და ზიმბაბვე.

ცნობისთვის, მსოფლიოს ბედნიერი ქვეყნების რეიტინგს 149 ქვეყანაში მოსახლეობის გამოკითხვის მიხედვით ადგენენ. კრიტერიუმებს შორის კი სოციალური მხარდაჭერა, პირადი თავისუფლება, მშპ და კორუფციის დონეა. კვლევის ავტორების თქმით, პანდემიის გამო ქვეყნების დიდ ნაწილში ნეგატიური ემოციები გაზრდილია, ადამიანები კოვიდს აღიქვამენ, როგორც საერთო საფრთხეს.

ბედნიერი ქვეყნების რეიტინგი (World Happiness Report) სპეციალურად გაეროსთვის მომზადდა. 20 მარტს ბედნიერების საერთაშორისო დღე აღინიშნება, რომელიც 2012 წელს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ დააწესა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g