LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პორტუგალიაში პლასტმასის ბოთლების ჩაბარების სანაცვლოდ კომპენსაცია გაიცემა

115
პლასტმასის ბოთლების ჩაბარება

პორტუგალიაში სპეციალური, სადეპოზიტო სისტემა (SDR) ამოქმედდა​, რომელიც სამ ლიტრამდე მოცულობის ერთი პლასტმასის ბოთლის ან ლითონის ქილის ჩაბარების სანაცვლოდ 10 ცენტის ოდენობის კომპენსაციის გაცემას ითვალისწინებს.

სისტემა შემდეგნაირად მუშაობს: მომხმარებელი პროდუქტის შეძენისას იხდის დამატებით 10 ცენტს, რომლის დაბრუნებაც შესაძლებელია ქვეყნის მასშტაბით განთავსებული 2500 სპეციალური აპარატის მეშვეობით. აპარატები, ძირითადად, სუპერმარკეტების მიმდებარე ტერიტორიაზეა განთავსებული.

აპარატში მოსათავსებლად ბოთლი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

  • ​დატანილი უნდა ჰქონდეს სიმბოლო Volta;
  • ​უნდა იყოს მთელი და დაუზიანებელი;
  • ​უნდა იყოს დაცლილი სითხისგან;
  • ​უნდა ჰქონდეს თავსახური და იკითხებოდეს შტრიხკოდი.

ბოთლის აპარატში მოხვედრის შემდეგ, აპარატი პრესავს შეფუთვას და სანაცვლოდ 10 ცენტიან ვაუჩერს გასცემს, განაღდების შესაძლებლობით.

​ქვეყნის გარემოს დაცვის მინისტრი მარია და გრასა კარვალიუ აღნიშნულ ინიციატივას ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გარემოსდაცვით პროექტად აფასებს. იგი მოელის, რომ სადეპოზიტო სისტემის წყალობით მნიშვნელოვნად გაიზრდება ერთჯერადი შეფუთვების შეგროვების მაჩვენებელი და 2029 წლისთვის 90%-იან ნიშნულსაც კი მიაღწევს.

​აღსანიშნავია, რომ მსგავსი ტიპის სადეპოზიტო სისტემა უკვე წარმატებით ფუნქციონირებს ევროპის მრავალ ქვეყანაში, მათ შორის გერმანიაში, ავსტრიასა და დანიაში. აღნიშნული მექანიზმით ყოველწლიურად 35 მილიარდზე მეტი შეფუთვა გროვდება და პროცესში, დაახლოებით, 357 მილიონი ადამიანია ჩართული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g