თამარ სარალიძე სოციალური ქსელის საშუალებით რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ და მის ჟურნალისტს, ნანკა ქოქიაშვილს დიდ მადლობას უხდის მასზე მომზადებული ინტერვიუს გამო, რომელმაც, თამარის თქმით, მისი ცხოვრება შეცვალა.
გთავაზობთ მის პოსტს:
„ზოგჯერ ერთი თითქოს და არც ისე მნიშვნელოვანი მოვლენა მთლიანად ცვლის ადამიანის ცხოვრებას. ასე მოხდა ჩემს შემთხვევაშიც!
როდესაც ნანკა ქოქიაშვილმა ინტერვიუს ჩაწერა მთხოვა, ვერც წარმოვიდგენდი, რამხელა ცვლილებას მოახდენდა ჩემს მომავალზე ეს ინტერვიუ❤
სწორედ მაშინ შეიტყო ჩემი მარტოობის შესახებ იმ მამაკაცმა, სტუდენტობისას რომ გვიყვარდა ერთმანეთი❤მას შემდეგ გავიდა წლები…
დღეს ეს სიყვარული ჩემთან დაბრუნდა და ის ჩემი მეუღლეა!❤
აი, ასეა ჩემო ძვირფასო ნანკა!..
თამამად შეგიძლია ჩათვალო, რომ ჩემს ყველაზე დიდ ბედნიერებაში მიგიძღვის წვლილი❤
სამი თვეა თითქმის, მადლობა მინდოდა მეთქვა❤ძალიან მომინდა აქ და ახლა გითხრა, რომ წარმოუდგენელი ნათელი შესძინე ჩემს ცხოვრებას❤
მადლობა შენ, ჩემო ლამაზო გოგო და რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“❤მიყვარხართ“.