LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მცდარია მოსაზრება, რომ სოხუმი დიალოგისთვის მზად არის და თბილისი არ პასუხობს, საქართველოს ხელისუფლებას არასდროს შეუწყვიტავს აფხაზებთან დიალოგი: თეა ახვლედიანი

190
თეა ახვლედიანი

“საქართველოს ხელისუფლებას არასდროს შეუწყვეტია დიალოგი აფხაზებთან და ამ შედეგებს აქვს კონკრეტული სახელი. ხშირ შემთხვევაში, არაფორმალურ კომუნიკაციასა და დიალოგს მოჰქონდა გადამწყვეტი შედეგი.” – განაცხადა შერიგებისა და სამოქალაქო საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა და აღნიშნა, რომ მცდარია მოსაზრება, თითქოს სოხუმი დიალოგისთვის მზად არის და მას თბილისი არ პასუხობს.

თეა ახვლედიანს დღეს საკანონსმდებლო ორგანოში უსმენენ.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ხშირ შემთხვევაში, არაფორმალურ კომუნიკაციას და დიალოგს გადამწყვეტი შედეგი მოჰქონდა:

“უმაღლეს დონეზე, მრავალჯერ, ზუსტად იმავე საჯარო სივრცეში და იმავე გზით, არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ამ დიალოგისთვის მზად ვართ. დეპოლიტიზირებულ თემებზე, ორივე საზოგადოების საერთო ინტერესში შემავალ საკითხებზე, ნებისმიერ დროს, ადგილზე, დონეზე, ეს განვაცხადეთ მრავალჯერ, როგორც საქართველოს პრეზიდენტმა, ასევე პრემიერ-მინისტრმა, მე და სხვა კოლეგებმა ვთქვით არაერთხელ და საჯაროდ.

ძალიან ბედნიერი ვიქნები, რომ ეს შეკითხვები მოიხსნას. საქართველოს ხელისუფლებას არასდროს შეუწყვეტია დიალოგი აფხაზებთან და ამ შედეგებს აქვს კონკრეტული სახელი. ხშირ შემთხვევაში, არაფორმალურ კომუნიკაციასა და დიალოგს მოჰქონდა გადამწყვეტი შედეგი. ხშირ შემთხვევაში, გვახსოვს, რომ აფხაზეთის ყოფილი დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებისგანაც არაერთხელ იყო გაჟღერებული მსგავსი დიალოგის მზაობა, თუმცა, მათ შედეგი არ მოყოლიათ. მიუხედავად ყველაფრისა, დიდი სურვილი მექნებოდა, რომ სულ ცოტა ფართო საზოგადოებას თუ არა, აქ დამსწრე კოლეგებში მოიხსნას ეს საკითხი, შევხვდეთ უახლოეს მომავალში, დახურულ ფორმატში და გულწრფელად განვიხილოთ ეს საკითხი.” – თქვა მინისტრმა.

ახვლედიანმა ასევე განაცხადა, რომ მიუხედავად ნებისმიერი გარემოებისა, რომელიც შეიძლება ჩანდეს, როგორც დიალოგის ხელისშემშლელი, საქართველოს ხელისუფლება არის მზად, განიხილოს კონკრეტული გზებიც, თუ როგორ შეიძლება აწარმოოს ისეთი დიალოგი, რომელიც დიალოგად ჩაითვლება. მინისტრის თქმით, უწყებაში ამ გზებზეც მუშაობენ.

magti 5g