LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბაგებში, მაღლივ კორპუსთან მდებარე საბაგირო ხაზი 20 აპრილიდან ჩაირთვება

138
Untitled design (3)

20 აპრილიდან თბილისში ახალი საბაგირო ხაზი დაიწყებს მუშაობას – მოქალაქეებს ბაგების მიმდებარე ტერიტორიაზე, მაღლივ კორპუსთან დამაკავშირებელი საბაგირო მოემსახურება.

ამის შესახებ დედაქალაქის მერმა დღეს, თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

კახა კალაძის განცხადებით, საბაგიროს სარეაბილიტაციო სამუშაოები ეკონომიკის სამინისტრომ განახორციელა, ამ ეტაპზე კი უსაფრთხოების სისტემა მოწმდება:

“ბაგების მიმდებარე ტერიტორიაზე, მაღლივ კორპუსთან დამაკავშირებელი საბაგირო, ალბათ, ყველამ იცით, რომელიც რამოდენიმე ათეული წელია არსებობს. ამ საბაგიროს სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა, რომელიც ეკონომიკის სამინისტრომ განახორციელა.

ახლა უსაფრთხოების სისტემის შემოწმება მიმდინარეობს. ამის შემდგომ უკვე, პირდაპირ შემიძლია გითხრათ, 20 აპრილიდან ეს საბაგირო ამუშავდება და მსურველებს მოემსახურება.” – თქვა კალაძემ.

მისივე განმარტებით, საბაგირო გზა არის 320 მეტრის სიგრძის და ის ახლა უკვე დედაქალაქის მუნიციპალიტეტს გადაეცემა.

magti 5g