LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დედაქალაქის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტს დღეს დაამტკიცებენ

31

თბილისის საკრებულო დღეს დედაქალაქის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტს განიხილავს. თბილისის მომავალი წლის მთავარ ფინანსურ დოკუმენტს საკრებულოს დეპუტატები დღეს, 16:00 საათზე, საკრებულოს სხდომაზე განიხილავენ. განხილვას თბილისის მთავრობის წევრები დაესწრებიან. ამ ეტაპზე უცნობია, თბილისის მერი კახი კალაძე დაესწრება თუ არა ბიუჯეტის პროექტის განხილვას.

შეგახსენებთ, თბილისის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის მოცულობა 861,609 მლნ ლარს შეადგენს, საიდანაც 60 მილიონი ლარი ცენტრალური ბიუჯეტიდან დამატებით გამოყოფილი ტრანსფერია. როგორც მერიაში აცხადებდნენ, 60 მილიონიდან ძირითადი ნაწილი მეტროს ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას და თბილისის ისტორიული ნაწილის რეაბილიტაციას მოხმარდება.

თბილისის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტით, ასევე, ქალაქის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის 326 მლნ ლარამდე დაიხარჯება, 100 მლნ ლარამდე გათვალისწინებულია სატრანსპორტო პროექტებისთვის, ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამები 189 მლნ ლარით დაფინანსდება და სხვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები