LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კორონავირუსის დაფიქსირების გამო, ბოლნისის მუნიციპალიტეტში, 2 საჯარო სკოლასა და 2 ბაღში სასწავლო პროცესი შეწყდა

64
Untitled

კორონავირუსის დაფიქსირების გამო, ბოლნისის მუნიციპალიტეტში, 2 საჯარო სკოლასა და 2 ბაღში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი შეწყდა.

ამ დროისათვის, დახურულია დაბა კაზრეთის ორი საჯარო სკოლა და საბავშვო ბაღი, ასევე სოფელი ბალიჭის საბავშვო ბაღი.

აღნიშნულ სოფლებში კორონავირუსით ინფიცირების 8 შემთხვევა გამოვლინდა.

„რადგან ინფიცირების წყარო ერთსექციური არ იყო და კონტაქტების წრე საკმაოდ დიდია, მივიღეთ გადაწყვეტილება ერთი ინკუბაციური პერიოდი -12 დღე დროებით შეგვეჩერებინა სასწავლო პროცესი. ბოლო 12 დღის განმავლობაში ბოლნისის მუნიციპალიტეტში 14 ინფიცირების შემთხვევა გვაქვს, აქედან 8 სოფელ ბალიჭში და დაბა კაზრეთში.”-განაცხადა მაკა მამარდაშვილმა “ინტერპრესნიუსთან”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g