LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იმაზე მეტ ზიანს, რაც მოქმედმა პრემიერმა გიორგი გახარიამ გადადგომით მიაყენა „ქართულ ოცნებას“ მომავალში ვერ მიაყენებს: ლადო ბოჟაძე

86
bojadze-scaled

„იმაზე მეტ ზიანს, რაც გადადგომით მიაყენა გიორგი გახარიამ „ქართულ ოცნებას“ ვერ მიაყენებს“, – ამის შესახებ ანალიტიკოს ლადო ბოჟაძემ „ფორტუნას“ ეთერში, გადაცემა „დღის თემაში“ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, გიორგი გახარიას ერთადერთი წარმატების შანსი იქნება, რომ მან დამოუკიდებლად იბრძოლოს. ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ „გახარიას ვინმესთან თანამშრომლება მას მხოლოდ დააზიანებს“.

„არ მგონია, რომ გახარიამ მხოლოდ „ქართული ოცნება“ დააზიანოს, ის ძალიან დააზიანებს ოპოზიციასაც და ამომრჩევლების სწორედ იმ ნაწილს მოიზიდავს, რომელმაც არც „ნაციონალური მოძრაობა“ და არც „ქართული ოცნება“ არიჩია, ვგულისხმობ ნახევარ მილიონ ამომრჩეველს.

იმაზე მეტ ზიანს, რაც მოქმედმა პრემიერმა გადადგომით მიაყენა „ქართულ ოცნებას“ ვერ მიაყენებს. ის გაიყოლებს გარკვეულ ელექტორატსაც „ქართული ოცნების“ მხარდამჭრებისგან. არ მგონია რომ გიორგი გახარიას მისი გამოცდილებიდან ან რეიტინგიდან გამომდინარე ვინმესთან თანამშრომლობა სჭირდებოდეს. პირიქით, თუ ის ემზადება და აქვს პრეტენზია იყოს მესამე ძალა, მას არავისთან მხარდაჭერა არ უნდა დასჭირდეს, სხვა შემთხვევაში ის უბრალოდ გახდება დანამატი.

არ მგონია გიორგი კვირიკაშვილი იმ კალიბრის ფიგურა, რომ გახარიას მისი დახმარება დაჭირდეს. რაც შეეხება კახა კალაძეს, ვფიქრობ კვლავ დარჩება „ქართულ ოცნებაში“ და იქნება მერობის კანდიდატი.

გახარიას ერთადერთი წარმატების შანსი იქნება, რომ მან დამოუკიდებლად იბრძოლოს. გახარიას ვინმესთან თანამშრომლება მას მხოლოდ დააზიანებს“,-განაცხადა ლადო ბოჟაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g