კომპანია “ასტრაზენეკამ” ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარებული უახლესი კვლევის შედეგები წარადგინა.
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მწარმოებლები აცხადებენ, რომ “ასტრაზენეკა” 76 პროცენტით ეფექტიანია და იცავს ადამიანებს ვირუსისგან.
ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს.
კომპანიაში ასევე აცხადებენ, რომ ვაქცინა 100%-ით ეფექტიანია დაავადების მძიმე ან კრიტიკული ფორმების წინააღმდეგ.
მიმდინარე კვლევაში 32 400-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა. კვლევის შედეგებმა ასევე აჩვენა, რომ ვაქცინა 85%-ით ეფექტიანია 65 წლის ზემოთ მყოფ ადამიანებშიც.
კომპანიის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა მენე პანგალოსმა მოგვიანებით განაცხადა, რომ პირველადი ანალიზის შედეგები შეესაბამება მანამდე გამოქვეყნებულ შუალედურ ანალიზს და ადასტურებს, რომ “ასტრაზენეკას” კოვიდვაქცინა ძალზე ეფექტიანია მოზრდილებშიც.