LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გერმანული საავიაციო ჟურნალი Geo Sky-ზე წერს: ავიაკომპანია დაფრინავს ბოინგებით, რომელიც ნამდვილ იშვიათობას წარმოადგენს

127
image-169FullWidth-d70ab116-1772570

გერმანულმა საავიაციო ჟურნალმა FlugRevue ქართული სატვირთო ავიაკომპანია Geo Sky მსოფლიოს რარიტეტული (ძალიან იშვიათი) თვითმფრინავების ავიაკომპანიად დაასახელა. ინფორმაციას „ავიანიუსი“ ავრცელებს.

როგორც სტატიის ავტორი პატრიკ ცვერგერი წერს, სერვისს, რომელსაც Geo Sky მომხმარებლებს სთავაზობს საკმაოდ მრავალფეროვანია.

“ქართული სატვირთო ავიაკომპანია Geo Sky-ს თვითმფრინავები 2020 წლიდან ფრანკფურტის აეროპორტში ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. თუმცა, ამ ამბავში არის მაინც რაღაც არაჩვეულებრივი, Geo Sky დაფრინავს ორი ბოინგ 747-200-ის ტიპის საჰაერო ხომალდით, რომელიც სამოქალაქო ავიაციაში უკვე ნამდვილ იშვიათობას წარმოადგენს”, – წერს გერმანული გამოცემა.

Geo Sky ერთ-ერთ იმ ავიაკომპანიათაგანია, რომელიც ბოინგ 747-200 SF კლასიკს  (ჯამბო) ექსპულატაციას უწევს. ბოინგ 747-200 ნამდვილ იშვიათობას წარმოადგენს. დღეის მდგომარეობით, სულ რაღაც 20-მდე ასეთი ჯამბო-ჯეტის კლასიკური ვერსია დაფრინავს ცაში. ამათგან დაახლოებით ერთი მესამედი აშშ-ს სამხედრო ძალების სამსახურშია, როგორც Air Force One VC-25A და Doomsday E-4B Nightwach. დანარჩენი საჰაერო ხომალდები კი სამოქალაქო ავიაციის ეგიდით დაფრინავს აშშ-ში, მოლდავეთში, ირანში, ყირგიზეთსა და საქართველოში.

როგორც გერმანული საავიაციო ჟურნალი წერს, ქართველების ორივე ბოინგ 747-200 უკვე 34 წელია ცაშია, მანამდე კი ისინი British Airways- ის ფლოტში დაფრინავდნენ როგორც სამგზავრო ჯეტები. სტატიის ავტორი იქვე დასძენს, რომ ავიაკომპანიის ფლოტი მალე განახლდება ახალი თვითმფრინავებით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g