LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოსახლეობას არა ვაქცინის, არამედ სამედიცინო სისტემის მიმართ აქვს უნდობლობა – ავსტრიაში მოღვაწე ქართველი ექიმი

104
irmakvicrdze20-2020-11-25-09-52-05-970358

ავსტრიაში მოღვაწე ექიმი ირმა კვიცარიძე საქართველოში ვაქცინაციის პროცესს ეხმაურება და აცხადებს, რომ მისი მოსაზრებით, მოსახლეობას არა ვაქცინის, არამედ სამედიცინო სისტემის მიმართ აქვს უნდობლობა.

“ვაქცინები რაც შემოუსლია, პრობლემის დროებით გადაჭრის საშულაებაა. ჩვენ ვიცით, რომ ვაქცინის გაკეთების შემთხვევაში დაავადებას მარტივად გადავიტანთ. რაც შეეხება გვერდით მოვლენებს, ყველა ვაქცინას აქვს.

მე ვფიქრობ, რომ მოსახლეობას არა ვაქცინის, არამედ სამედიცინო სისტემის მიმართ აქვს უნდობლობა. წარმოიდგინეთ, ვიკეთებ ვაქცინას და არ მაქვს გარანტია, რომ თუ გართულება მექნება, ამ გართულების შედეგად ჩემი ჯანმრთელობა არ ჩადგება საფრთხის ქვეშ”. – განაცხადა ირმა კვიცარიძემ “ფორმულას” ეთერში საკითხზე კომენტირებისას.

ვისაც ფილერები აქვს ხშირად გაკეთებული, ფაიზერის იმუნიზაციის შემდეგ შეიძლება ჰქონდეთ ადგილობრივი გართულებები - გამყრელიძე

"ფაიზერის" ვაქცინის წინ ჩასატარებელ ჩეკლისტში არის კითხვა იმის შესახებ, იყენებს თუ არა ასაცრელი კოსმეტიკურ ფილერს.

შეგახსენებთ, საქართველოში “ფაიზერის” ვაქცინის 29 250 დოზა ჩამოიტანეს. 

ვაქცინა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიდან ყველა იმ ცენტრში გადანაწილდება, სადაც “ფაიზერით” პირების იმუნიზაცია მოხდება.

“რა თქმა უნდა, გარანტირებული ხარისხი გვაქვს” – გაბუნიას თქმით, “ფაიზერის” ვაქცინაცია 30 მარტიდან დაიწყება

„დიდხანს ველოდეთ” – როგორ გადანაწილდება “ფაიზერის” დოზები და რომელ კლინიკებში შეძლებთ მის გაკეთებას

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g