LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დიდხანს ველოდეთ” – როგორ გადანაწილდება “ფაიზერის” დოზები და რომელ კლინიკებში შეძლებთ მის გაკეთებას

165
დფფ

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, “ფაიზერის” ვაქცინის დოზები 3 დიდ ქალაქში — თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში გადანაწილდება. ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, მოქალაქეები ჯამში 6 კლინიკაში შეძლებენ “ფაიზერის” გაკეთებას.

ეკატერინე ტიკარაძის განცხადებითვე, „ფაიზერის“ ვაქცინის 29 500 დოზა 14 ათას ადამიანზე გადანაწილდება.

„დიდხანს ველოდეთ „ფაიზერის“ ვაქცინას და ის არის საქართველოში. დოზა უცვლელი შემოვიდა, ის რაოდენობა, რომელსაც ველოდით – 29500 ცალი. ეს დოზები იქნება გამოყენებული 14 ათასი პირისთვის, გამომდინარე იქედან, რომ „ფაიზერით“ ვაქცინაციის პერიოდი განსაზღვრული პირველი ვაქცინის შემდეგ 3-4 კვირაში, მეორე ვაქცინამდე. აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყეტილება, რომ ამ დოზების გაყოფა მოხდება და არ მოხდება როგორც „ასტრაზენეკას“ შემთხვევაში“ მეორე ნაკადზე დალოდება. რისკი არ შეექმნება ჩვენს მოქალაქეებს ამით. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა ისიც, რომ ეს ვაქცინა გადანაწილებული იქნება სამ დიდ ქალაქში, 6 კლინიკაში – ერთი კლინიკა ბათუმში, ერთი – ქუთაისში და 4 – თბილისში. თბილისის კლინიკებია – ბოკერიას კლინიკა, რესპუბლიკური საავადმყოფო, ამტელის კლინიკა და კავკასიის მედიცინის ცენტრი, ბათუმში – რესპუბლიკური საავადმყოფო, ქუთაისში – ცხაკაიას სახელობის „ევექსის“ კლინიკა“.- განაცხადა ტიკარაძემ.

შეგახსნებეთ, Pfaizer-ის ვაქცინის 29 250 დოზა საქართველომ დღეს მიიღო.

ვაქცინა თავდაპირველად დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში დასაწყობდება, საიდანაც მოხდება მისი ტრანსპორტირება ვაქცინაციის ცენტრებში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები