LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნათია თურნავა: ინვესტორებს სჯერათ, რომ საქართველო პანდემიას მალე დაძლევს

71
164144905-3882108291878801-8261932875457841890-o

პანდემიის მიუხედავად, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი გაფართოვდა და წელიწადში 1 200 000 ტურისტს მოემსახურება. საერთაშორისო აეროპორტში 17 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ტერმინალის გახსნის ღონისძიების დასრულების შემდეგ განაცხადა.

მინისტრის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ განახლებული ბათუმის აეროპორტის გახსნა ემთხვევა იმ პერიოდს, როდესაც მკაცრი პროტოკოლების შესრულებისა და ვაქცინაციის ფონზე ეტაპობრივად შემსუბუქდა რეგულაციები. ნათია თურნავას განცხადებით,  აეროპორტმა უკვე მიიღო პირველი ტურისტები ისრაელიდან. მთლიანობაში, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან 30-მდე სხვადასხვა ქვეყნის ავიაკომპანია დაფრინავს და იფრენს მომავალში.

„მნიშვნელოვანია, რომ თავად ინვესტორებს სჯერათ, რომ ძალიან მალე ქვეყანა დაძლევს პანდემიას, აღდგება ტურიზმი, რომელიც ჩვენი ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი ქვაკუთხედია. ეს არის არა მხოლოდ ჩვენი საფუძვლიანი რწმენა, არამედ ინვესტორების რწმენა. სწორედ ამის დასტურია ეს შესანიშნავი პროექტი, რომელიც პანდემიის მიუხედავად, მოკლე დროში განხორციელდა და განახლებული ძალიან ლამაზი თანამედროვე შენობით უკვე უმასპინძლებს ტურისტებს“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოება მგზავრთა ნაკადის ზრდამ განაპირობა, რომელმაც 2019 წელს 600 000-ს გადააჭარბა. მშენებლობის პროცესში 300-მდე ადგილობრივი დასაქმდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g