ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობის აღდგენა ამ დრომდე ვერ მოხერხდა.
როგორც „ფორტუნას“ საავტომობილო გზების დეპარტამენტში განუცხადეს, დიდი მოცულობითი სამუშაოებია ჩასატარებელი და წინასწარ იმის თქმა, როდის აღდგება საავტომობილო გზის მოძრაობა, რთულია.
მათივე ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და გაწმენდითი სამუშაოები დილიდან მიმდინარეობს.
„შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 98-ე კმ-ზე (სოფ.დიზი) მონაკვეთზე, ჩამოსულია მეწყერი, რის გამოც აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა, მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები და საავტომობილო მოძრაობა რამდენიმე საათში აღდგება“, – ვკითხულობთ საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.