LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რაც უნდა მეძახდნენ ბერიასა და ფელიქსას, მაინც დავინტერესდები განსხვავებული აზრით: თეა წულუკიანის პასუხი ხელოვანებს

106
თეა წულუკიანი

“რაც უნდა მეძახდნენ ბერიასა და ფელიქსას, მაინც დავინტერესდები განსხვავებული აზრით და იმით, რა დგას ამის უკან. ეს არის უბრალოდ ბუზღუნი და უკმაყოფილება, ანუ უფასო კრიტიკა, თუ ეს არის განსხვავებული აზრი, როგორიც მაგალითად მრავლად მოვისმინე პატივცემულ გიორგი სავანელისგან.” – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრის დროს კულტურის ახლადდანიშნულმა მინისტრმა თეა წულუკიანმა და მის მიმართ კრიტიკულად განწყობილი ხელოვანების მოსაზრებებს და განცხადებებს გამოეხმაურა.

წულუკიანი რეჟისორ გიორგი სავანელის განცხადებას ეხმიანება და ამბობს, რომ სავანელის განსხვავებული აზრის უკან საქმის რეალურად  კეთების სურვილი იდგა:

“მე დავინახე, რომ თუნდაც სავანელის განსხვავებული აზრის უკან ის კი არ იდგა, რომ არ მომწონხარ პოლიტიკურად და ამიტომ ყვირი, არამედ ამის უკან იდგა რეალური სურვილი საქმის კეთების. რაც უნდა ეს ვიღაცას არ მოწონდეს, რომ მე ამით დავინტერესდები, კიდევ ერთხელ გპირდებით, რომ ყველა განსხვავებული აზრით დავინტერესდები, დავინტერესდები, რა ტიპის განსხვავებული აზრია ეს, ეს არის უბრალოდ “ქართული ოცნებისადმი” ჩემი კუთვნილების გამო ზიზღი და კრიტიკა, ანუ უფასო კრიტიკა, რაც ყველას უფლებაა და ამას მე ხელს ვერ შევუშლი, თუ ეს არის განსხვავებული აზრი, რომელიც მიზნად ისახავს საქმის უკეთეს კეთებას.” – თქვა წულუკიანმა.

შეგახსენებთ, სამი დღის წინ მინისტრმა განაცხადა, რომ “თუ, მაგალითად, თეატრში არის მსახიობი, რომელიც თავის აზრს გამოთქვამს, რა თქმა უნდა, აქ მე შევეცდები, რომ მათი განსხვავებული აზრი გავიგო, საიდან მოდის. თუ ეს არის უფასო კრიტიკა, ასე ვეძახი მე ამას, ანუ თუ ასეთია მისი მრწამსი, მაშინ ვეცდები, გავიგო, რამდენად უშლის ხელს ეს შიგნით ორგანიზაციის ფუნქციონირებას”.

ამის შემდეგ, რეჟისორმა გიორგი სავანელმა თქვა: “აქ ძალიან დიდი პრობლემაა და არა მარტო ახალი კულტურის მინისტრის გამო. ქალბატონი მინისტრის ამ ნათქვამზე გულწრფელი აღშფოთება იყო ჩვენს სფეროში. მაგრამ, ჩვენს სფეროში თვითცენზურით შეპყრობილები, როდის აქეთ აშფოთდნენ ცენზურაზე”.

წულუკიანის ამ განცხადების საპასუხოდ, ქართველმა მეცო-სოპრანომ ანიტა რაჭველიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა: “ჩემი ფეხი არ დადგება სცენაზე საქართველოში იქამდე, სანამ კულტურას წულუკიანი მართავს”.

რაჭველიშვილს კი კულტურის მინისტრმა დღეს საპასუხოდ მიმართა:

“ისიც უთქვამთ, რომ მე ვარ ბერია. ამ სფეროში არ არსებობს სისტემა, ძვირფას მომღერლებს, მათ შორის ქალბატონ ანიტას მინდა ვუთხრა, რომ თუ არ იარსებებს სისტემა, სამინისტროს აპარატი კვალიფიციური კადრებით, ფულის ხარჯვის სწორი წესი, მაშინ ვერ იქნებიან ხელშეწყობილები, ამიტომ ჩემი მიზანია მათ ხელი შევუწყო. მე მათ ხელს ვერ შევუწყობ, თუ არ მეყოლება კვალიფიციური, მიუკერძოებელი ადამიანებისგან დაკომპლექტებული აპარატი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამის სურვილი მაქვს, რომ მოვიკითხო, მოვისმინო ყველა განსხვავებული აზრი, დავინტერესდე, რა დგას ამ აზრის უკან, ეს არის უბრალო უკმაყოფილება, თუ განსხვავებული აზრი, რომელიც მიზნად ისახავს პრობლემების გადაჭრას.” – თქვა მინისტრმა.

წულუკიანის თქმით, “ინგა გრიგოლია ავითარებს თურმე ნარატივს, თეორიას, რომ წულუკიანს უნდა ცენზურა, ოღონდ ვერ აკონკრეტებს რა ბერკეტი აქვს ცენზურისთვის და ამიტომ ეს სასაცილოა.”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g