პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კულტურის მინისტრის, თინათინ რუხაძის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ოფიციალური ბრძანება გამოსცა – აღნიშნული ბრძანება მთავრობის ადმინისტრაციის ვებგვერდზე დღეს გამოქვეყნდა.
28 ივლისს გამოცემული ბრძანების მიხედვით, პრემიერ-მინისტრმა კულტურის მინისტრის პირველ მოადგილედ მიხეილ კიკნაძე დანიშნა.
შეგახსენებთ, თინათინ რუხაძემ კულტურის მინისტრის თანამდებობის დატოვების შესახებ გუშინ, 28 ივლისს განაცხადა.
