LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გენო ნადირაშვილი იყო გამორჩეული მუსიკოსი, რომლის ხელმძღვანელობითაც ანსამბლმა „ორერამ“ განსაკუთრებული წვლილი შეიტანა ქართული ესტრადის და ვოკალურ-ინსტრუმენტული მუსიკის განვითარებაში“ – კულტურის სამინისტრო

179
გენო ნადირაშვილი (2)

„მწუხარებას გამოვთქვამთ ლეგენდარული ანსამბლ „ორერას“ სოლისტის და ხელმძღვანელის, გენო ნადირაშვილის გარდაცვალების გამო“, – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ სამძიმრის წერილში.

„ლეგენდარული გენო ნადირაშვილიც წავიდა პაწაწინა საქართველოდან დიად ზეციურ საქართველოში…“ – „ორერა“ სამძიმრის წერილს ავრცელებს

სამინისტროს ცნობით, გენო ნადირაშვილი იყო გამორჩეული მუსიკოსი, რომლის ხელმძღვანელობითაც ანსამბლმა „ორერამ“ განსაკუთრებული წვლილი შეიტანა ქართული ესტრადის და ვოკალურ-ინსტრუმენტული მუსიკის განვითარებაში:

„მწუხარებას გამოვთქვამთ ლეგენდარული ანსამბლ „ორერას“ სოლისტის და ხელმძღვანელის, გენო ნადირაშვილის გარდაცვალების გამო.

გენო ნადირაშვილი იყო გამორჩეული მუსიკოსი, რომლის ხელმძღვანელობითაც ანსამბლმა „ორერამ“ განსაკუთრებული წვლილი შეიტანა ქართული ესტრადის და ვოკალურ-ინსტრუმენტული მუსიკის განვითარებაში.

სამძიმარს ვუცხადებთ ბატონი გენოს ოჯახს, მეგობრებსა და კოლეგებს“, – ნათქვამია სამძიმრის წერილში.

ცნობისთვის, 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ანსამბლ „ორერას“ სოლისტი და ხელმძღვანელი გენო ნადირაშვილი.

გენო ნადირაშვილი ანსამბლ „ორერას“ პირველი თაობის წარმომადგენელი და სოლისტი იყო, მოგვიანებით კი, ანსამბლის ხელმძღვანელი გახდა. მუსიკოსს ქართული კულტურისა და ესტრადის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის არაერთი საპატიო წოდება და ჯილდო ჰქონდა მიღებული. 2018 წელს ფილარმონიის წინ გენო ნადირაშვილის ვარსკვლავი გაიხსნა. ანსამბლი „ორერა“ 1958 წელს ჩამოყალიბდა, თუმცა, მისი ოფიციალური შექმნის თარიღად 1961 წელი ითვლება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები