ლეგენდარული მომღერლის, ანსამბლ „ორერას“ სოლისტისა და ხელმძღვანელის გენო ნადირაშვილის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ემოციური პოსტითა და საარქივო ვიდეომასალით გამოეხმაურა ვაჩე ღვინიაშვილი.
89 წლის ასაკში ანსამბლ ,,ორერას” ხელმძღვანელი გენო ნადირაშვილი გარდაიცვალა
მომღერალი თაობათა შემოქმედებით კავშირსა და იმ უდიდეს პატივს იხსენებს, რომელიც თბილისზე სიმღერისას, ხელოვანთან ერთად ხვდათ წილად.
„ეს ჩვენ ვართ, კვარტეტი და ბატონი გენო! თბილისს ვუმღერით თბილისის ფონზე.
მაშინ ჩვენ გვერგო უდიდესი პატივი გავცნობოდით მას და მასთან ერთად სცენა გაგვეზიარებინა. მაშინ ცოტა ვერ ვიაზრებდი და ახლა ეს შესრულება ყველა სხვადასხვა დატვირთვის გამო ძალიან გულის ამაჩუყებელია.
ბატონი გენოს შესრულება, ჩვენი ბავშვური ხმა, ორი თაობა ერთი სულით, ულამაზესი სიმღერა და ეს ამბავი,რომელმაც ყველას გული დაგვწყვიტა.
ეს ჩვენი კვარტეტის ისტორიის ერთ-ერთი მთავარი და ულამაზესი ეპიზოდია და მუდამ გვემახსოვრება დიდი სიყვარულით და სიამაყით.
დიდი ფიგურა მოაკლდა საქართველოს ფიზიკურად, თორემ ისე ჩვენს გულში, მოგონებაში და ისტორიაში დარჩება.
უფალმა დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი მას.
Quartet Four / კვარტეტი ოთხი“, – წერს ვაჩე ღვინიაშვილი.
