LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ლეგენდარული გენო ნადირაშვილიც წავიდა პაწაწინა საქართველოდან დიად ზეციურ საქართველოში…“ – „ორერა“ სამძიმრის წერილს ავრცელებს

354
გენო ნადირაშვილი

89 წლის ასაკში გარდაიცვალა ანსამბლ „ორერას“ სოლისტი და ხელმძღვანელი გენო ნადირაშვილი.

გენო ნადირაშვილი ანსამბლ „ორერას“ პირველი თაობის წარმომადგენელი და სოლისტი იყო, მოგვიანებით კი, ანსამბლის ხელმძღვანელი გახდა. მუსიკოსს ქართული კულტურისა და ესტრადის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის არაერთი საპატიო წოდება და ჯილდო ჰქონდა მიღებული. 2018 წელს ფილარმონიის წინ გენო ნადირაშვილის ვარსკვლავი გაიხსნა. ანსამბლი „ორერა“ 1958 წელს ჩამოყალიბდა, თუმცა, მისი ოფიციალური შექმნის თარიღად 1961 წელი ითვლება.

89 წლის ასაკში ანსამბლ ,,ორერას” ხელმძღვანელი გენო ნადირაშვილი გარდაიცვალა

„ორერას“ სოლისტისა და ხელმძღვანელის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში სამძიმრის წერილით ეხმაურება ანსამბლი „ორერა“.

„ლეგენდარული გენო ნადირაშვილიც წავიდა პაწაწინა საქართველოდან დიად ზეციერ საქართველოში… 
ტკივილია მისი წასვლა, მაგრამ იყო უდიდესი ბედნიერება მის გვერდით ყოფნა. როგორც ადამიანობაში ისევე მუსიკაში ბატონი გენო იქნება – მისი უმაღლესობა.
იმდენი რამე შემიძლია ვთქვა მასზე და მაინც მექნება სიმწირე ჩემი ლექსიკის მარაგი იმდენად დიდი ადამიანობით იყო დაჯილდოებული. ყურადღებიანი, გვერდში მდგომი, ერთგული და კიდევ მრავალი დიდებულებით შემკული და იმიტომაც იქცა მის ჰიმნად „კაცი ვარ და ქუდი ახურავს“. ასე იცხოვრა. ასეთი აუწონავი სიყვარულიც დაგვიტოვა. ზედმეტი იქნება, რომ ვთქვა სულ მემახსოვრები მეთქი, რადგან შეუძლებელია დამავიწყდეს ის სიკეთეები რაც ჩემთვის გაუკეთებია ამ ბუმბერაზ კაცს, რომელსაც თვალი რომ გავახილე მას მერე ვგულშემატკივრობდი და მუსიკის გემოვნებას და კულტურას მიყალიბებდა.
მადლობა გენო ნადირაშვილო იმ მეგობრობისთვის, რაც მანამდე ჩემთვის წარმოუდგენელიც კი იყო. მადლობა ყველაფრისთვის. უფალმა აცხონოს და მარადიული ხსოვნა და ხსენება, ამინ“ – წერს „ორერა“ სოციალურ ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები