ევროპის საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი პრემიერ-მინისტრს ხვდება.
შეხვედრა მთავრობის ადმინსტრაციაში ახლახანს დაიწყო.
ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ დანიელსონს პრეზიდენტთან აქვს დაგეგმილი ვიზიტი.
ამასთან, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, კრისტიან დანიელსონის მედიაციით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეხვედრები დღეს განახლდება.
კრისტიან დანიელსონი გუშინ, უკვე შეხვდა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს და მათგან კრიზისის დაძლევის გზებზე პოზიცია მოისმინა.
შეხვედრას საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი და აშშ-ის ელჩი, კელი დგენანი ესწრებოდნენ.