LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შეთანხმების ალბათობა არის 50-50-ზე, კარგი 50-ის იმედი ვიქონიოთ – კობახიძე

73
ირ 44

ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ პოლიტიკური კრიზისიდან შეთანხმების მიღწევის შანსები 50-50-ზეა.

კრისტიან დანიელსონთან მეორედ შეხვედრის შემდეგ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ განაცხადა, რომ მმართველ პარტიას აქვს კონსტრუქციული მიდგომა და „კარგი 50%-ის იმედი“.

„ჩვენ წინადადებები გვაქვს სხვადასხვა მიმართულებით. შემიძლია საზოგადოება დავარწმუნო, რომ ხელი არ მოეწერება არცერთ პუნქტს, რომელიც არ იქნება სახელმწიფოს ინტერსებში და ჩვენი გუნდის ობიექტურ ინტერესებში. რაც შეეხება შეთანხმების ალბათობას – რთული დიალოგია და არის, ალბათ, ყოველთვის 50-50-ზე. მოდით, დავიტოვოთ, კარგი 50-ის იმედი.

დეტალებში არ შევდივარ, მაგრამ ჩვენ გვაქვს კონსტრუქციული მიდგომა. ერთადერთი წითელი ხაზი არის სამართლიანობის პრინციპი – ყველაფერი იქნება განხილული, რაც ამ პრინციპთან იქნება შესაბამისობაში. არ ვიცი, რისი იმედი ჰქონდა ოპოზიციას, მაგრამ ჰქონდათ ჭარბად ხისტი პოზიციები და ამან ჩაშალა პირველ ჯერზე მოლაპარაკებები. ახლა თუ იქნება განსხვავებული მიდგომა, შეთანხმება იქნება შესაძლებელი”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამავე თემაზე:

გპირდებით, ხვალ ან ზეგ ყველა ყველაფერს გაიგებს – ირაკლი კობახიძე

განვიხილეთ სავარაუდო შეთანხმების რამდენიმე დეტალი – ირაკლი კობახიძე დანიელსონთან შეხვედრის შესახებ

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები