“ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირად წარმომადგენელთან, კრისტიან დანიელსონთან შეხვედრაზე, მათ სავარაუდო შეთანხმების რამდენი დეტალი განიხილეს. კობახიძის თქმით, მეორე შეხვედრას დღეს მმართველი გუნდი 6 საათზე გამართავს.
“ქართული ოცნების” ლიდერმა თქვა, რომ 6 პუნქტიანი ჩარჩო-დოკუმენტიდან მხარეებმა 2-3 პუნქტი განიხილეს, თუმცა დეტალები კობახიძეს ჟურნალისტებთან საუბრისას არ დაუსახელებია.
“საქართველოში მეორედ ჩამოსვლისა და ძალისხმევისთვის დანიელსონს მადლობა გადავუხადეთ. განვიხილეთ იმ სავარაუდო შეთანხმების რამდენიმე დეტალი, რომელზეც დიალოგი მიმდინარეობს, დღის განმავლობაში შეხვედრები კიდევ გაიმართება. ჩვენც გვექნება კიდევ ერთი შეხვედრა დღეს 6 საათზე და ამ დეტალების განხილვა იქ გაგრძელდება “, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კრისტიან დანიელსონი „ქართულ ოცნებასთან“ მორიგ შეხვედრას მართავს