ევროსაბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენელი საქართველოში კრისტიან დანიელსონი “ქართული ოცნების” წარმომადგენლებს ხვდება.
შეხვედრა ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში მიმდინარეობს.
„ქართული ოცნების“ მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და საპარლამენტო უმრავლესობის წევრი შალვა პაპუაშვილი.
შეხვედრის დაწყებამდე მათ მედიასთან კომენტრი არ გაუკეთებიათ.
დღესვე 15:00 საათზე კრისტიან დანიელსონისა და „ნაციონალური მოძრაობის“ შეხვედრაცაა დაგეგმილი.
კრისტიან დანიელსონი საქართველოში 27 მარტს დაბრუნდა. დანიელსონმა გუშინ შეხვედრები გამართა საქართველოში ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩებთან, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. ამასთან, კრისტიან დანიელსონი დღეს დილით შეხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, შემდეგ კი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს.