LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში ბოლო 24 საათში 782 ადამიანი აიცრა – სულ ვაქცინირებულია 5 706 მოქალაქე

83
Untitled design (2)

ვაქცინაციის პროგრამის დაწყებიდან დღემდე, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით საქართველოში სულ 5 706 მოქალაქე აიცრა.

განახლებულ მონაცემებს ვაქცინირებული მოსახლეობის შესახებ, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი აქვეყნებს.

გასული დღე ღამის განმავლობაში, ვაქცინა გაიკეთა 782-მა ადამიანმა. 

აღსანიშნავია, რომ გუშინ, დღიურად აცრილთა რაოდენობა 70 იყო.

ბოლო ინფორმაცია ვაქცინაციისთვის რეგისტრირებულთა შესახებ 26 მარტს განახლდა. ამ მონაცემით, სპეციალურ პორტალზე booking.moh.gov.ge დარეგისტრირებული იყო 11 273 ადამიანი.

საქართველოში მოსახლეობის აცრა “ასტრაზენაკას” ვაქცინით 15 მარტს დაიწყო.

თავდაპირველად ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები იცრებოდნენ, 25 მარტიდან კი ვაქცინაციის პროგრამა 65 წელს ზემოთ მყოფი პირებისთვის გაფართოვდა.

შემოტანილია მეორე ვაქცინის, “ფაიზერის” დოზებიც. ქვეყანაში მოსახლეობის აცრა “ფაიზერით” დღეს იწყება.

მიმდინარე ეპიდემიური მონაცემები საქართველოში დღეს ასე გამოიყურება:

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, კორონავირუსით 281 145 ადამიანი დაინფიცირდა, ვირუსისგან სრულად განიკურნა 272 889 პაციენტი.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, კორონავირუსით 3 773 ადამიანი გარდაიცვალა.

 

mazda magti 5g