LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინფორმაცია მათთვის, ვინც ზაფხულში მოგზაურობას გეგმავს – საქართველოდან ფრენების განრიგი გამოქვეყნდა

4256
1000-d-850

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, დამტკიცდა 2021 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონის ფრენის განრიგი. ავიაკომპანიების მიერ, სააგენტოში დღეის მდგომარეობით წარმოდგენილი განაცხადების მიხედვით, ზაფხულის სანავიგაციო სეზონის მიმდინარეობის (2021 წლის მარტის ბოლო კვირა – ოქტომბრის ბოლო შაბათი) სხვადასხვა პერიოდიდან, რეგულარული რეისების შესრულება შემდეგი მიმართულებებით იგეგმება:

თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან რეგულარული სამგზავრო რეისები განხორციელდება 24 მიმართულებით, ესენია: ალმათი (Air Astana), ამსტერდამი (Georgian Airways), ანტალია (Turkish Airlines) ბაქო (Buta Airways), ბერლინი (Georgian Airways), ერევანი (Armenia), ვარშავა (LOT Polish Airlines), ვენა (Georgian Airways), დუბაი (FlyDubai), დოჰა (Qatar Airways), თელ ავივი (Georgian Airways, Israir), კიევი (Ukraine International Airlines, SkyUp Airlines), მინსკი (Belavia), მიუნხენი (Lufthansa), რიგა (AirBaltic), პარიზი (Airfrance, Georgian Airways), სტამბოლი (Turkish Airlines, Pegasus), ტაშკენტი (Uzbekistan Airways), პეკინი-ურუმჩი (China Southern Airlines), ქუვეითი (Jazeera Airways), შარჯა (Air Arabia), შარმ-ელ-შეიხი (Air Cairo), ფრანკფურტი (Lufthansa);

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან პირველ ეტაპზე რეგულარული სამგზავრო რეისების განხორციელება იგეგმება 4 მიმართულებით, ესენია: ათენი (Wizz Air), ვარშავა (Wizz Air), ვილნიუსი (Wizz Air) და ლარნაკა (Wizz Air). ინფორმაციისთვის, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანია Wizz Air-ს ოპერირების ნებართვა მიენიჭა ყველა მოთხოვნილ საჰაერო ხაზზე (აბუ დაბი, ბერლინი, ბუდაპეშტი, ვენა, ვროცლავი, გდანსკი, დორტმუნდი, კატოვიცე, კრაკოვი, მემინგენი, მილანი, პრაღა, ტალინი, სალონიკი, პოზნანი, რიგა, რომი), თუმცა ფაქტობრივად, აღნიშნულ მიმართულებებზე რეგულარული რეისების დაწყება/განახლება დამოკიდებული იქნება ავიაკომპანიის გადაწყვეტილებაზე – დანიშნულების ქვეყნებში დაწესებული სასაზღვრო და სანიტარული შეზღუდვების გათვალისწინებით;

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან რეგულარული სამგზავრო რეისები განხორციელდება 6 მიმართულებით, ესენია: თელ ავივი (Georgian Airways, Israir), კიევი (SkyUp Airlines; Yan Air), მინსკი (Belavia), ოდესა (Yan Air), სტამბოლი (Turkish Airlines; Pegasus) და ხარკოვი (Yan Air);

თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან რეგულარულ სატვირთო რეისებს განახორციელებენ Cargolux, Turkish Cargo და Geo Sky შემდეგი მიმართულებებიდან: ბაქო, ლუქსემბურგი, სტამბოლი, ფრანკფურტი და ჩჟენჩჟოუ.

„სააგენტოს მიერ დამტკიცდა ზაფხულის სანავიგაციო სეზონის რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განრიგი. დღეს არსებული მონაცემებით, საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში კვირაში საშუალოდ დაახლოებით 180-185 რეისის, პიკურ პერიოდში კი, 290-მდე რეგულარული ფრენის შესრულება იგეგმება. მსურს მადლობა გადავუხადო საავიაციო ბაზარზე მოქმედ ავიაკომპანიებს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის, საქართველოს მიმართულებით რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განახლების და ოპერირების სიხშირის ზრდის კუთხით გამოხატული ინტერესისთვის. COVID-19 პანდემიის გამო, ჩვენმა სექტორმა ურთულესი პერიოდი განვლო. გამოვთქვამთ იმედს, რომ საქართველოში და პარტნიორ ქვეყნებში არსებული ეპიდსიტუაცია შესაძლებლობას მოგვცემს დაგეგმილი ფრენები განხორციელდეს შეუფერხებლად. ამასთან, სამოქალაქო ავიაციის სააგენტო აგრძელებს ავიაკომპანიების განაცხადების მიღებას დამატებითი რეგულარული და სეზონური მრავალჯერადი ჩარტერული რეისების შესასრულებლად,“ – განაცხადა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორმა ლევან კარანაძემ.

ზაფხულის სანავიგაციო სეზონის რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განრიგი იხილეთ შემდეგ ბმულზე: https://bit.ly/3wbJHo9

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესაბამისად, სახელმწიფოების მიერ, პერიოდულად იცვლება სასაზღვრო შეზღუდვები და სანიტარული მოთხოვნები, რაც ასახვას ჰპოვებს ავიაკომპანიების გადაწყვეტილებებზე ამა თუ იმ მიმართულებით საჰაერო მიმოსვლის დაწყების ან გაგრძელების კუთხით. მოქალაქეებს მოვუწოდებთ, გამოიჩინონ სიფრთხილე მგზავრობის დაგეგმვის დროს, ყურადღებით გაეცნონ დანიშნულების ქვეყნის მიერ დაწესებულ სასაზღვრო და სანიტარულ რეგულაციებს, ავიაკომპანიების შეტყობინებებს, ოფიციალურ წყაროებზე განთავსებულ განცხადებებს და განრიგებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g